მეკარე დავით კერესელიძე "გაგრადან" თბილისის "დინამოში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:
"დინამო თბილისმა" დავით კერესელიძის გამოსყიდვის თაობაზე საფეხბურთო კლუბ "გაგრასთან" შეთანხმებას მიაღწია. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ თბილისურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დავით კერესელიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა "ცხინვალში" დაიწყო. ამის შემდეგ მეკარე "გაგრას" შეუერთდა და აღნიშნული კლუბის ღირსებას 3 სეზონის განმავლობაში იცავდა. 2020 წელს კერესელიძემ "გაგრასთან" ერთად დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო და ევროპის კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა.
რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, დავით კერესელიძე
სხვადასხვა დროს საქართველოს 17-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ".