გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ახალწვეულმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა კლუბის საიტთან პირველი კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი კლუბის ხელმძღვანელობას, გუნდის მწვრთნელ გია ცეცაძეს და "ნიუ ვიჟენის" მთელ შემადგენლობას. რაც შეეხება "ტორპედოს", ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს გუნდი, რაც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი იყო. ვიცნობ "ტორპედოს" ძირითად ბირთვს და ძალიან მოხარული ვარ, რომ გუნდის წევრი ვარ.

შორიდან ვადევნებდი თვალს, აქაც ბევრჯერ მომიწია თამაში და ვიცი, როგორ უყვართ "ტორპედო", როგორი გულშემატკივრობა იციან და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ გვერდში დაგვიდგებიან, რადგან ახალი გუნდი ვართ,
ახალი მიზნები და ამბიციები გვაქვს და მათი თანადგომა ძალიან დაგვჭირდება.

"ტორპედოს" დღევანდელი ბირთვი იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, თასისთვის, ევროტურნირებისთვის და მეც მოხარული ვიქნები, თუ ჩემს წვლილს მაქსიმალურად შევიტან".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაკვე აკლია სასტავს
კინგი
15 იანვარი 2022 23:33
0
დაიჯერეთ! ცეცაძის ხელში არაფერი არ გამოვა.
კოტე
14 იანვარი 2022 09:19
4
აბა სადა ხართ ფუხბურთის აკვნიდან?ტვინი რო გახვრიტეთ როინათი და ვითომ მწვრთნელი ჩხეტოთი,ჰარიქა ქუთაისელები რო არა დინამო დაიშლებოდაო,სადა ხართ,პაპუც ქუთაისელია ბჯო???თქვე ბუმბულის ზარბაზნებო თქვენა
ლ.გიო
14 იანვარი 2022 01:22
15
არაბიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ველოდებოდი მის დიდ ფეხბურთელობას,მაგრამ რაღაც თითქოს ბორკავს,არ ვიცი,ეს ამპარტავნობით,სიჯიუტით,თავის თავზე დიდი წარმოდგენით,თუ რითი მოსდის,მაგრამ ფაქტია ვერ გაიხსნა,ვერ გაილაღა,მე მას მთელი გულით ვგულშევმატკივრობ და უსურვებ წარმატებებს და დიდ გამარჯვებებს,სადაც არ უნდა ითამაშოს.
თერჯოლელი
13 იანვარი 2022 20:48
1
არაბიძე მაინც!
დათო
13 იანვარი 2022 19:47
0
არაბიძე და ნინუაც რომ დაემატებინათ არ იქნებოდა ურიგო. მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის
ტოტტი
13 იანვარი 2022 19:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული