"ტორპედო" აღარ ხუმრობს - მალე პაპუნაშვილს დაიმატებს?

AutoSharing Option
"ტორპედო" გაძლიერებას გააგრძელებს - გულშემატკივართა ჯგუფი "ჩვენ ვართ ტორპედო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მალე მათ გუნდში ჩაირიცხება:

"26 წლის შემტევი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

ტრანსფერის დახურვა დასკვნით ფაზაშია და მალე გაოფიციალურდება".

პაპუნაშვილმა "აპოლონი" ცოტა ხნის წინ დატოვა. იქამდე თბილისის "დინამოში", "ვერდერის" დუბლებში, "სარაგოსასა" და "რასინგში" თამაშობდა, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნულ გუნდში კი 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვინც გინდა დაიმატონ,ცეცაძის ხელში მორიგი ფლეი-ქუთ-ში ვნახავთ, თუ მანამდე არ გაიქცა სამტრედიის მსგავსად.
დათო
18:42 12-01-2022
2
ყოჩაღ ქუთაისს, ნამდვილად მაღალი კლასის ფეხბურთელია და გუნდსაც მოუხდება და ჩემპიონატსაც. თუ ისეთი ფორმა აკრიფა რისი პოტენციალიც აქვს, ევროპულ კარიერას ისევ შეძლებს და ტორპედოც სარგებელს ნახავს. წარმატებები პაპუ, მინიმუმ 10 წელი მაღალ დონეზე უნდა ითამაშო
0

სიახლეები პოპულარული