ხვიჩამ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ბათუმის "დინამოს" შედეგიანი ფრე "რუბინთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამო" ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

საწყის წუთებშივე "თათრების" შემადგენლობიდან ხვიჩა კვარაცხელიას 2 მშვენიერი მომენტი ჰქონდა. პირველ შემთხვევაში ბურთს ფეხი კარგად ვერ მოარტყა, მეორეში კი ლაზარე კუპატაძემ აჯობა.

საბოლოოდ, მატჩის პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა.

"ბათუმის" მხრიდან გოლები ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი მე-60 (პენალტით) და 89-ე წუთებზე გამოიჩინა.

"თათრების" შემადგენლობიდან კი ონუგხამ (65) და კლიმოვმა (67) გაიტანეს.


მკითხველის კომენტარები / 9 /
პირველივე წუთებზე ასისტს აკეთებდა და ვერ გამოიყენეს.
მხოლოდ 45 წუთი ითამაშა. დიდად არ მოუკლავს თავი.
ერთ-ერთმა ბათუმელმა ფეხბურთელმა სახეში ჩაარტყა და მერე არც მიუხედა, ეგ მომენტი არაპროფესიონალური და არასპორტული მომეჩვენა. კვარაცხელია კი არა სხვაც რომ ყოფილიყო შენს მოხვედრილზე რომ დაეცემა ერთი მაინც მიიხედე, იქნებ რამე დაემართა.
არ იქნება ჩვენი საშველი რა:დ
Michaela
20:00 08-02-2022
0
ვუყურე მთლიან თამაშს და დაცვის და ლაზარე კუპატაძის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. ამდენ შეცდომას 13-14 წლის ბავშვები არ უშვებენ ვარჯიშზე.
უამრავი ტექნიკური წუნი გვქონდა მოედნის ცენტრშიც.
ჯიღაურმა და განსაკუთრებით გაფრინდაშვილმა ითამაშეს კარგად.
კარგია რომ ანანიძეც დაბრუნდა. ფორმისგან ჯერ შორსაა მაგრამ შევა ნელ-ნელა :)
Superman
15:56 08-02-2022
1

სიახლეები პოპულარული