ეროვნული ლიგის მეორე ტურში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „დილა“ 1:0 დაამარცხა.
ქუთაისში წვიმიან ამინდში გულშემატკივრებმა ლამაზი თამაში იხილეს: დებიუტში მასპინძლები ბუღრიძემ ლამაზი გოლით დააწინაურა, ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ მეტი გოლი არ გავიდა და „ტორპედომ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
8 მარტს „დილა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, „ტორპედო“ კი თბილისში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დილა 1:0გოლი: ბუღრიძე (4)
ტორპედო (3-4-1-2): კვასხვაძე, სანდოხაძე, ნადარაია, ქიმაძე, ტაბატაძე (კ), მანჯგალაძე, კუხიანიძე, შულაია, პაპუნაშვილი (ცინცაძე 63), ბუღრიძე (კარაგუნისი 86), მჭედლიძე (ახვლედიანი 63)
დილა (4-2-3-1): ბულისკერია, სილვა, ნონდი, ჭიჭინაძე, გაფრინდაშვილი, გაგნიძე (კ), სანტოსი, მოსიაშვილი (ტავარეში 73), ივანიაძე (გომისი 46), მაქაცარია (მადინგა 63), ღუდუშაური (დრამე 81)