ფლამარიონის დუბლი და საგოლე გადაცემა - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმში, ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში, ადგილობრივმა "დინამომ" თბილისის "დინამოს" 3:0 სძლია.

უკვე 24-ე წუთზე მასპინძლები ფლამარიონის დუბლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე. ბათუმელებმა კი კონტრშეტევაზე მესამედ დალაშქრეს მოწინააღმდეგის კარი - ფლამარიონის დიდებული გარღვევის შემდეგ, გოლი შეცვლაზე შესულმა ბიძინაშვილმა გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

შეკრებაზე კარგად ჩატარებული საკონტროლო შეხვედრებისა და პირველ ტურში „ტორპედოს“ განადგურების მერე, ცხადაძის გუნდის ასეთი მარცხი მოულოდნელი იყო.

8 მარტს ბათუმის „დინამო“, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე
ორივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, გორში „დილას“ შეხვდება, ხოლო 9 მარტს თბილისის „დინამო“ „სიონს“ უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 3:0
გოლები: 1:0 ფლამარიონი (11), 2:0 ფლამარიონი (24), 3:0 ბიძინაშვილი (64)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე (კ), აზაცკი (ნავალოვსკი 77), აზაროვი, ფალავანდიშვილი, ალთუნაშვილი, გაფრინდაშვილი (ჩაბრაძე 77), ზარია (ანანიძე 59), ჯიღაური (ბიძინაშვილი 59), ფლამარიონი (ლობჯანიძე 69)

დინამო (თბ) (4-4-2): კერესელიძე (პრიეტო 15), კალანდაძე (ხარაბაძე 68), პაპავა (კ), ხვადაგიანი, მალი, კამარა (გაბედავა 68), მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (კირკიტაძე 46), ბარნსი, ანტილევსკი, ბილენკი (ბენიო 46)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ ბათუმელებს და ბათუმის დინამოს ფეხბურთელებსა და მათ ხელმძღვანელობას დამსახურებულ გამარჯვებას.
გაიოზ გოშაძე
13:43 05-03-2022
0
ფეხბურტი სად იუო ეს უპრო ხოკეის ჰგავდა ესე სორს ვერ წავალტ
pepe
12:43 05-03-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული