ბათუმში, ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში, ადგილობრივმა "დინამომ" თბილისის "დინამოს" 3:0 სძლია.
უკვე 24-ე წუთზე მასპინძლები ფლამარიონის დუბლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე. ბათუმელებმა კი კონტრშეტევაზე მესამედ დალაშქრეს მოწინააღმდეგის კარი - ფლამარიონის დიდებული გარღვევის შემდეგ, გოლი შეცვლაზე შესულმა ბიძინაშვილმა გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყდა.
შეკრებაზე კარგად ჩატარებული საკონტროლო შეხვედრებისა და პირველ ტურში „ტორპედოს“ განადგურების მერე, ცხადაძის გუნდის ასეთი მარცხი მოულოდნელი იყო.
8 მარტს ბათუმის „დინამო“, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე ორივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, გორში „დილას“ შეხვდება, ხოლო 9 მარტს თბილისის „დინამო“ „სიონს“ უმასპინძლებს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 3:0
გოლები: 1:0 ფლამარიონი (11), 2:0 ფლამარიონი (24), 3:0 ბიძინაშვილი (64)
დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე (კ), აზაცკი (ნავალოვსკი 77), აზაროვი, ფალავანდიშვილი, ალთუნაშვილი, გაფრინდაშვილი (ჩაბრაძე 77), ზარია (ანანიძე 59), ჯიღაური (ბიძინაშვილი 59), ფლამარიონი (ლობჯანიძე 69)
დინამო (თბ) (4-4-2): კერესელიძე (პრიეტო 15), კალანდაძე (ხარაბაძე 68), პაპავა (კ), ხვადაგიანი, მალი, კამარა (გაბედავა 68), მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (კირკიტაძე 46), ბარნსი, ანტილევსკი, ბილენკი (ბენიო 46)
ჩვენ კი მოვიგებთ თუ წავაგებთ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ნათლად ჩანს ეს შედეგი..
მთელი სეზონი წინ არის და გამთლიანებას გისურვებთ მეტს ვერაფერს გეტყვით თქვენ ძლიერები გვჭირდებით და ერთიანი გუნდი!!