აცილებული პენალტი, გაძევება და ვაწაძის გოლი, როგორსაც ქართველი ფორვარდებისგან ხშირად ვერ ნახავ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის განვლილ ტურში საინტერესო შეხვედრები ვნახეთ, შედგა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგის არაბიძის დებიუტი. ტურის დასკვნითი დაპირისპირება ბოლნისში, "თამაზ სტეფანიაზე" გაიმართა - "სიონმა" "გაგრას" დაძაბულ მატჩში უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა გაგრელების აქტიურობით დაიწყო. კირკიტაძის გუნდი შეტევაში ხიფათის შექმნას ცდილობდა - ოლხივის დარტყმა არაზუსტი გამოდგა, მათე ვაწაძეს კი მცველებმა დაასწრეს და ბურთი კუთხურზე გადააგდეს.

მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, დუმბიამ კარგად იმოძრავა, თუმცა ბოლო მომენტში რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა და ბურთი დაკარგა. ბოლნისელებმა მალე მაინც გაიტანეს - საჯარიმოში შექმნილი არეულობით
ნიკა ხორხელმა ისარგებლა, ბექა ქურდაძი კარი აიღო და მე-14 წუთზე  უჩა სოსიაშვილის გუნდი დააწინაურა.

"გაგრას" ფეხბურთელები დანებებას არ აპირებდნენ და ანგარიშის გათანაბრება მაშინვე სცადეს. გიორგი კიკაჩეიშვილმა სტუმართა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა კაპიტანმა ვასილ ხოსიტაშვილმა ლევან ისანის კარს ააცილა. ბოლნისელებმა მეტოქის დასჯა და ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა არ გამოუვიდათ.

"გაგრამ" 37-ე წუთზე მშვენიერი გოლით გაათანაბრა - მათე კვირკვიამ რეიდი მოაწყო და ვაწაძეს უპასა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა კი მაღალი კლასი გამოავლინა და ისეთი გოლი გაიტანა, ქართველი ფორვარდებისგან ხშირად რომ ვერ ნახავ.

ხოსიტაშვილი ნამდვილ ანტიგმირად იქცა - 39-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიითო და მოედანი დატოვა.

ბოლნისელებმა გამარჯვება შეხვედრის ბოლოს შეძლეს - 86-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.

3.04.22. ბოლნისი, "თამაზ სტეფანია"

"სიონი" - "გაგრა" 2:1

გოლები: 1:0 ნ.ხორხელი (13), 1:1 ვაწაძე (37), 2:1 კორიფაძე (86, პ)

მომდევნო ტურში, 10 აპრილს, "სიონი" "საბურთალოს" ესტუმრება, "გაგრა" კი "ტორპედოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
"სამგურალი" და "გაგრა" კი ბატონო, მაგრამ უფრო ზევით გაჭირდება საკადრო ცვლილებების გარეშე, თუ დააცდიან "სოსია" კარგ ჰუნდს დააყენებს, საიდან ამოქაჩა უმადური წყალტუბო.
სანი
18:02 04-04-2022
0
საფარი საშინელ დღეშია, ტრიბუნები მოსაწესრიგებელი. უმაღლესი ლიგის გუნდი ასეთ სტადიონზე თამაშს არ იმსახურებს. ფედერაციამ უნდა გამოყოს სახსრები ბოლნისის სტადიონის მოსაწესრიგებლად. აქ ხარისხიან ფეხბურთს ვერ ითამაშებ!
მერაბი
14:44 04-04-2022
0

სიახლეები პოპულარული