მოურინიოს კვარაცხელიას დამატება სურდა, მაგრამ... - რა ინფორმაციას ავრცელებს ნეაპოლური საიტი

AutoSharing Option
napolipiu.com-ი წერს, რომ გარიგება შემდგარია და ხვიჩა კვარაცხელია ივნისში ოფიციალურად გამოცხადდება "ნაპოლის" ფეხბურთელად.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ჟოზე მოურინიოს "რომა" ბოლო პერიოდამდე აქტიურად ცდილობდა მოლაპარაკებებში ჩართვას და ხვიჩას წაყვანას, თუმცა კვარაცხელიას "ნაპოლი" აურჩევია, გუნდის სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯიუნტოლის კი მოლაპარაკებები სხვებზე ადრე და წარმატებულად უწარმოებია...

napolipiu.com-ი წერს, რომ კვარაცხელიას ტრანსფერის გაჩარხვის შემდეგ ჯიუნტოლი ახლა "სასუოლოდან" 22 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველის, ჰამედ ჯუნიორ ტრაორეს დამატებაზე მუშაობს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჭირი იქა ლხინი აქა
ასეა ეს
22:15 08-04-2022
0
დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა უმაგრესად გაიბრწყინებს იმ “ნაპოლიში” , რომელ “ნაპოლიშიც” ერთ დროს თვით ღვთაებრივი მარადონა ბრწყინავდა! ხვიჩას ყველაფერი გამოუვა უკარგესად, ბრწყინვალედ,თუ, რა თქმა უნდა მას აღარ შეუშლიან ხელს თავიანთი , მაპატიეთ და , პრიმიტული აზროვნებით და მდაბიო მენტალობით ვინმე ჯუღელი და კიდევ ხვიჩას მამაც…
გიორგი
19:02 08-04-2022
8

სიახლეები პოპულარული