კვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის ლიდერსა და ბოლო დროს სერიოზულად გაძლიერებულ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სასტარტოში ზურიკო დავითაშვილიც გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცელები, ლადო მამუჩაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი კი, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ.

მოლოდინისამებრ, შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო. პირველივე წუთებში კვარაცხელიას წაქცევისთვის ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ. გია გეგუჩაძის ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქის კარის აღების ყველაზე კარგი შანსი ჯოვინოს ჰქონდა, თუმცა ძელიდან ასხლეტილ ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა და რეალური მომენტი გაანიავა.

მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო. ბოლნისელი მცველები
მოწინააღმდეგის შემტევებს თამაშგარე მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად დატოვებას ახერხებდნენ და თამაშის წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ.

33-ე წუთზე ფლამარიონი მეტოქის საჯარომოსთან ახლოს წააქციეს. სტარდარტული მდგომარეობიდან ხვიჩამ დაარტყა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ფეხბურთელს მოხვდა. ბათუმელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში 9 გოლის ავტორია, შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილი შევიდა.

მალევე, ტაიმის ბოლოს, მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიაც გავიდა და მის ნაცვლად გიორგი ფანცულაია ვიხილეთ. ამის მიზეზი შეხვედრის შემდეგ უნდა გავიგოთ.

43-ე წუთზე ბათუმელებმა მაინც გაიტანეს - დავითაშვილის პასის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა შთამბეჭდავად იმოქმედა და ისიანის კარი დალაშქრა.

მეორე ნახევარში ბათუმელები გაპასიურდნენ, ბურთი დათმეს, ბოლსისელებმა კი სახიფათო მომენტებს მოუმატეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვებოდა. ერთ ეპიზოდში "დინამოს" ფლანგელ აზაროვის თვალისმომჭრელი თამაში ვნახეთ.

მასპინძლებმა მაინც გაათანაბრეს - 82-ე წუთზე თომა ტაბატაძემ ლაზარე კუპატაძეს გაუტანა. სტუმრებმა შეცდომებს უმატეს, ბოლნისელებს კი გამარჯვებაც შეეძლოთ.

29.11.22. ბოლნისი."თამაზ სტეფანია"

"სიონი" - ბათუმის "დინამო" 1:1

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (44), 1:1 თ. ტაბატაძე (82)

მომდევნო ტურში, 3 მაისს, ბათუმელები თბილისის "დინამოს", ბოლნისელები კი "თელავს" ესტუმრებიან.

ტურის სხვა მატჩები:

29.04.22. წყალტუბო. "26 მაისი"

"სამგურალი" - "საბურთალო" 3:0

გოლები: დოლიძე (75), ჩიხლაძე (86), ქურდაძე (86)

გამოუყენებელი პენალტი: სიხარულიძე (6, "საბურთალო", მეკარე შოვნაძე)

29.04.22 თბილისი. "დინამო არენა"

"გაგრა" - "დილა" 1:0

გოლი: კვირკვია (68)

altხვიჩა საყოველთაო ყურადღების ქვეშ და ქართული კლასიკო - ეროვნული ლიგა

altფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

alt"დილამ" გაიმარჯვა და მეორეა - თბილისის "დინამო" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altარაბიძის, არველაძისა და მჭედლიძის უშედეგო მცდელობები - წარმატებული ხორხელები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს მსაჯი იყო? პირველ ნახევარში უნდა გაეძევებინა სიონის მინიმუმ ერთი ფეხბურთელი, ასეთი პრეცენდენტი როგორ შეიძლება, ანუ მომავალ თამაშშიც ასე თუ ითამაშებს ბათუმის მეტოქე იმედი უნდა ქონდეს, რომ კვარაცხელიას შეცვლიან?
ნიკა
29 აპრილი 2022 17:57
1
გუშინ აქ ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაწერა: "ასეთ მოედანზე ხვიჩას ნუ ათამაშებთ. დაასვენეთ".
ქ. გ.
29 აპრილი 2022 17:01
0
ეს რა უბედურებაა ფეხბურთია თუ ბრძოლა წესების გარეშე ? @@ მიდით ბარემ ავტომარები აიღეთ და დახოცეთ ერთმანეთი ძმები ხომ არ ხაართ @ ფუუ თქვენიი @@@ ასე თუ გაგრძელდა ხვიჩა შემდეგ თამაშებში საერთოდ აღარ უნდა გავიდეს მოედანზე თორემ ვატყობ უკვე რომ აშკარად ნადირობენ მაგაზე ის შურიანი ბოღმები და შეიძლება ფეხიც კი მოტეხონ @@@
zura222
29 აპრილი 2022 16:59
2
აბა ეს თამაშია?? ჯოვინომ მგონი სერიოზული ტრავმა მიიღო, კვარამ იმედია არაა სერიოზული, დროზე ადრე გაიყვანა მოედნიდან მწვრთნელმა. არა რა დანდობა არ იციან რა. ეს მსაჯიც სუფთა ს..ირი. რა ჯარიმებს არ აძლევდა ფეხბურთელებს. ან რა მოედანია
zaza
29 აპრილი 2022 16:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული