"გასულ სეზონში ხვიჩას ოთხჯერ დავუპირისპირდი და ამის თქმა შემიძლია..." - კარვახალი კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" მცველმა დანი კარვახალმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ გასული სეზონის ოთხი დაპირისპირდებიდან, მან ქართველი ფეხბურთელი შეაჩერა.

"კვარაცხელიას გასულ სეზონში ოთხჯერ შევხვდი. ეს ორჯერ ნაკრებთან ერთად მოხდა და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" რიგებში.

მან გოლი გაგვიტანა, თუმცა მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა შევაჩერე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.

ნაკრებში სხვა პოზიცია აქვს. ფლანგზე არ თამაშობს და უფრო მეორე თავდამსხმელის როლს ასრულებს", - ციტირებს კარვახალს AS.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის
დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კვარაცხელია სასაცილოდ არ ყოფნის რეალის ფეხბურთელებს..
27
კარგად შეაჩერე 2 თამაში 2 გოლი ნაკრებში. მოძრაობაში პასი რომ მისცე, კვარას შემჩერებელი მცველი დღეს არ არის.
კვარა მაგას 1 გოლი შეჩერება ჰგონია და 2 გოლია საჭირო დღეს შენგან. იქ ჩვენი ჟორჟი აიწყვეტავს და ვნახოთ კონტრშეტევებს რას მოუხერხებენ.
G.LA
18:49 30-06-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული