კვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის ლიდერსა და ბოლო დროს სერიოზულად გაძლიერებულ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სასტარტოში ზურიკო დავითაშვილიც გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცელები, ლადო მამუჩაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი კი, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ.

მოლოდინისამებრ, შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო. პირველივე წუთებში კვარაცხელიას წაქცევისთვის ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ. გია გეგუჩაძის ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქის კარის აღების ყველაზე კარგი შანსი ჯოვინოს ჰქონდა, თუმცა ძელიდან ასხლეტილ ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა და რეალური მომენტი გაანიავა.

მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო. ბოლნისელი მცველები
მოწინააღმდეგის შემტევებს თამაშგარე მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად დატოვებას ახერხებდნენ და თამაშის წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ.

33-ე წუთზე ფლამარიონი მეტოქის საჯარომოსთან ახლოს წააქციეს. სტარდარტული მდგომარეობიდან ხვიჩამ დაარტყა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ფეხბურთელს მოხვდა. ბათუმელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში 9 გოლის ავტორია, შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილი შევიდა.

მალევე, ტაიმის ბოლოს, მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიაც გავიდა და მის ნაცვლად გიორგი ფანცულაია ვიხილეთ. ამის მიზეზი შეხვედრის შემდეგ უნდა გავიგოთ.

43-ე წუთზე ბათუმელებმა მაინც გაიტანეს - დავითაშვილის პასის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა შთამბეჭდავად იმოქმედა და ისიანის კარი დალაშქრა.

მეორე ნახევარში ბათუმელები გაპასიურდნენ, ბურთი დათმეს, ბოლსისელებმა კი სახიფათო მომენტებს მოუმატეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვებოდა. ერთ ეპიზოდში "დინამოს" ფლანგელ აზაროვის თვალისმომჭრელი თამაში ვნახეთ.

მასპინძლებმა მაინც გაათანაბრეს - 82-ე წუთზე თომა ტაბატაძემ ლაზარე კუპატაძეს გაუტანა. სტუმრებმა შეცდომებს უმატეს, ბოლნისელებს კი გამარჯვებაც შეეძლოთ.

29.11.22. ბოლნისი."თამაზ სტეფანია"

"სიონი" - ბათუმის "დინამო" 1:1

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (44), 1:1 თ. ტაბატაძე (82)

მომდევნო ტურში, 3 მაისს, ბათუმელები თბილისის "დინამოს", ბოლნისელები კი "თელავს" ესტუმრებიან.

ტურის სხვა მატჩები:

29.04.22. წყალტუბო. "26 მაისი"

"სამგურალი" - "საბურთალო" 3:0

გოლები: დოლიძე (75), ჩიხლაძე (86), ქურდაძე (86)

გამოუყენებელი პენალტი: სიხარულიძე (6, "საბურთალო", მეკარე შოვნაძე)

29.04.22 თბილისი. "დინამო არენა"

"გაგრა" - "დილა" 1:0

გოლი: კვირკვია (68)

altხვიჩა საყოველთაო ყურადღების ქვეშ და ქართული კლასიკო - ეროვნული ლიგა

altფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

alt"დილამ" გაიმარჯვა და მეორეა - თბილისის "დინამო" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altარაბიძის, არველაძისა და მჭედლიძის უშედეგო მცდელობები - წარმატებული ხორხელები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
გუშინ დავწერე, რომ არ უნდა ეთამაშა ბოლნისთან. თბილისის დინამოსთან უნდა ეთამაშა და ბათუმის საშინაო მატჩებზე. ფეხბურთის თამაშის მეტს ყველაფერს ჰგავდა ეგ. სამჯერ ძალიან მაგრად ჩაარტყეს და რო მიიღოს მძიმე ტრავმა ეგ გინდათ?
.
29 აპრილი 2022 18:25
1
გუშინ აქ ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაწერა: "ასეთ მოედანზე ხვიჩას ნუ ათამაშებთ. დაასვენეთ".
ქ. გ.
29 აპრილი 2022 17:01
0
ეს რა უბედურებაა ფეხბურთია თუ ბრძოლა წესების გარეშე ? @@ მიდით ბარემ ავტომარები აიღეთ და დახოცეთ ერთმანეთი ძმები ხომ არ ხაართ @ ფუუ თქვენიი @@@ ასე თუ გაგრძელდა ხვიჩა შემდეგ თამაშებში საერთოდ აღარ უნდა გავიდეს მოედანზე თორემ ვატყობ უკვე რომ აშკარად ნადირობენ მაგაზე ის შურიანი ბოღმები და შეიძლება ფეხიც კი მოტეხონ @@@
zura222
29 აპრილი 2022 16:59
2
ამას მსაჯი ერქვა???ეს ვინ ჩამოსხმა იყო?სად შოულობს ფედერაცია ასეთ მსაჯებს?ნუთუ სირცხვილის გრძობა სულ დაკარგენ?კაცი(მსაჯი)2 მეტრში იდგა,ლამის ფეხი მოტეხეს და ჯარიმა არ დადო მაგ .......მა,მოაშორეთ საეთოდ ფეხბურთს,და საეთოდ უნდა აუკრძალოთ საქმიანობა,ასეთ მსაჯებს როგორ ანდობენ ასეთ თამაშებს,ან ვინ იბარებს გამოცდებს და ვინ უწერს ხელს ლიცენზიაზე იმის ჭკუაში ჩამახედა რამემ....
kakha
29 აპრილი 2022 18:43
1
აბა ეს თამაშია?? ჯოვინომ მგონი სერიოზული ტრავმა მიიღო, კვარამ იმედია არაა სერიოზული, დროზე ადრე გაიყვანა მოედნიდან მწვრთნელმა. არა რა დანდობა არ იციან რა. ეს მსაჯიც სუფთა ს..ირი. რა ჯარიმებს არ აძლევდა ფეხბურთელებს. ან რა მოედანია
zaza
29 აპრილი 2022 16:53
1
ასეთი ცუდი მსაჯობა ჩვენს ჩემპიონატშიც კი, კარგა ხანია არ მინახავს. ტიპი ჯარიმებს არ ნიშნავდა, ბოლო წუთებზე ბათუმის ფეხბურთელს ლამის მოტეხა ფეხი ბოლნისელმა და მსაჯმა ჯარიმაც კი არ დადო, არადა იქვე იდგა.იმედია ამ კადრებს ნახავენ კომპეტენტური პირები და სამაგალითოდ დაისჯება მსაჯი ხერხაძე თუ ვინცაა. ნუ ეხლა მოედნის საფარზე არ ვიცი საერთოდ რა ვთქვა, ეროვნული ჩემპიონატის მატჩია თუ რაიონის პირველობა?!ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება.
ქობულეთიდან
29 აპრილი 2022 18:12
0
რადგან კვარაცხელიაა წითელი ხალიჩა ხომ არ დავუგოთო, ეგეთი კომენტარები მოვისმინე. არა, არაფერი უნდა დაუგოთ! უბრალოდ ბურთზე ეთამაშეთ და ფეხებს ნუ ალეწავთ. მარტო ამას ვითხოვთ ადეკვატური გულშემატკივარი!
!!
29 აპრილი 2022 21:01
3
დიახ, რადგან ხვიჩაა უნდა ეთამაშო და არ დალეწო რატომ? იმიტომ რომ კაცი ნაპოლიში მიდის ერთ თვეში 5 წლიან კონტრაქტს აწერს ხელს და თქვენ გინდათ რო ცხოვრება დაუნგრიოთ?
გიო
29 აპრილი 2022 22:24
2
სიონი მაგრად უხეშობდა,ასე არ შეიძლება,უხეშობის ფონზე ცდილობდნენ ტოლსწორად თამაშს,ეს ფეხბურთი არ იყო, ხისტი თამაში ყველგან არის მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა, კვარაცხელია კი როგორც რუბინში ასევა აქაც, უკვე სხვაგან არის, ნაპოლშია უკვე თავის ფიქრებით და გონებით, ვერც გაამტყუნებ,ჟურნალისტებმაც მიეცით საშუალება წყნარად იმუშაოს თავის თავზე რადგან სულ სხვა გარემოში მოუწევს ყოფნა,ნაპოლი კი კვარასთვის ზედგამოჭრილი კლუბია თავის შემტევი ფეხბურთით.
qomagi
29 აპრილი 2022 18:10
0
ეს მსაჯი იყო? პირველ ნახევარში უნდა გაეძევებინა სიონის მინიმუმ ერთი ფეხბურთელი, ასეთი პრეცენდენტი როგორ შეიძლება, ანუ მომავალ თამაშშიც ასე თუ ითამაშებს ბათუმის მეტოქე იმედი უნდა ქონდეს, რომ კვარაცხელიას შეცვლიან?
ნიკა
29 აპრილი 2022 17:57
1
რას აპიპინებთ თუ ხართ აზრზე?
ფეხბურთი ბურთით თამაშია, თამაში! და არა ფეხებში შემოკვრა. ბიჯოს, იმუნიტეტს უმაღლებსო!
მაშ თუ ეგრეა ნაპოლში გადასვლამდე ჯანიანი მუტრუკი დავიქირავოთ და ხვიჩას დილაობით სახრე დავუნიშნოთ ფეხებში..
რაც შეეხება მსაჯს. მე რომ უფლება მქონდეს დავხვრეტდი. ცოტა უფლებაზე მსაჯობას აუკრძალავდი სამუდამოდ.
კ ო მ ბ ლ ე
29 აპრილი 2022 23:35
2
თქვენ გაიხარეთ სიმართლისთვის. გამაგიჟებს ეგ ხალხი, თურმე იმუნიტეტი აუმაღლდება ფეხებში ბევრჯერ თუ მოარტყეს. ამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და მსგავსი გამართლება უხეში თამაშის მე არ გამიგია. მაგას ჯობია პირდაპირ აღიარონ ღირსია და იმიტომ ურტყამენო, ან არ გვინდა მისი წარმატება და იმიტომო...
:))
Winter
30 აპრილი 2022 00:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული