კვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის ლიდერსა და ბოლო დროს სერიოზულად გაძლიერებულ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სასტარტოში ზურიკო დავითაშვილიც გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცელები, ლადო მამუჩაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი კი, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ.

მოლოდინისამებრ, შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო. პირველივე წუთებში კვარაცხელიას წაქცევისთვის ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ. გია გეგუჩაძის ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქის კარის აღების ყველაზე კარგი შანსი ჯოვინოს ჰქონდა, თუმცა ძელიდან ასხლეტილ ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა და რეალური მომენტი გაანიავა.

მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო. ბოლნისელი მცველები
მოწინააღმდეგის შემტევებს თამაშგარე მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად დატოვებას ახერხებდნენ და თამაშის წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ.

33-ე წუთზე ფლამარიონი მეტოქის საჯარომოსთან ახლოს წააქციეს. სტარდარტული მდგომარეობიდან ხვიჩამ დაარტყა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ფეხბურთელს მოხვდა. ბათუმელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში 9 გოლის ავტორია, შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილი შევიდა.

მალევე, ტაიმის ბოლოს, მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიაც გავიდა და მის ნაცვლად გიორგი ფანცულაია ვიხილეთ. ამის მიზეზი შეხვედრის შემდეგ უნდა გავიგოთ.

43-ე წუთზე ბათუმელებმა მაინც გაიტანეს - დავითაშვილის პასის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა შთამბეჭდავად იმოქმედა და ისიანის კარი დალაშქრა.

მეორე ნახევარში ბათუმელები გაპასიურდნენ, ბურთი დათმეს, ბოლსისელებმა კი სახიფათო მომენტებს მოუმატეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვებოდა. ერთ ეპიზოდში "დინამოს" ფლანგელ აზაროვის თვალისმომჭრელი თამაში ვნახეთ.

მასპინძლებმა მაინც გაათანაბრეს - 82-ე წუთზე თომა ტაბატაძემ ლაზარე კუპატაძეს გაუტანა. სტუმრებმა შეცდომებს უმატეს, ბოლნისელებს კი გამარჯვებაც შეეძლოთ.

29.11.22. ბოლნისი."თამაზ სტეფანია"

"სიონი" - ბათუმის "დინამო" 1:1

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (44), 1:1 თ. ტაბატაძე (82)

მომდევნო ტურში, 3 მაისს, ბათუმელები თბილისის "დინამოს", ბოლნისელები კი "თელავს" ესტუმრებიან.

ტურის სხვა მატჩები:

29.04.22. წყალტუბო. "26 მაისი"

"სამგურალი" - "საბურთალო" 3:0

გოლები: დოლიძე (75), ჩიხლაძე (86), ქურდაძე (86)

გამოუყენებელი პენალტი: სიხარულიძე (6, "საბურთალო", მეკარე შოვნაძე)

29.04.22 თბილისი. "დინამო არენა"

"გაგრა" - "დილა" 1:0

გოლი: კვირკვია (68)

altხვიჩა საყოველთაო ყურადღების ქვეშ და ქართული კლასიკო - ეროვნული ლიგა

altფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]

alt"დილამ" გაიმარჯვა და მეორეა - თბილისის "დინამო" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altარაბიძის, არველაძისა და მჭედლიძის უშედეგო მცდელობები - წარმატებული ხორხელები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
ხალხი ერთმანეთის მიმართ რა აგრესიულად არის განწყობილი და რა გასაკვირია ხვიჩას მიმართ იყოს. რამდენს აღიზიანებს მისი ყოფნა. რომ დავწერ სადმე, ფრთხილად ეთამაშეთთქო დამცინიან, წითელი ხალიჩაც ხომ არ დავუგოთო, ეგეც არ მყავდეს მესიო და ასე შემდეგ...
პირდაპირ თავმოყვარეობაზე ურტყამს ქართველ კაცს მეორე წარმატებული ქართველი. კომპლექსებში იხრჩობა...
უკვე მერამდემე დაწერა, რომ თავში აქვს ავარდნილი ხვიჩას. რომ უყურებენ, ეგრევე უნდათ წამოიძახონ, თავი ვინმეზე მეტი ხო არ გგონია ბიჭო? :)
ეს სულ კომპლექსების გამოძახილია. და რომ ეგონოს სხვაზე მეტი თავი რა მერე? თქვენც გეგონოთ, ყველას აქვს უფლება თავი ეგონოს ის, რაც უნდა!
მე რაში მაინტერესებს ვინმეს თავი რა ჰგონია, მე ფეხბურთი მიყვარა და ლამაზი თამაშის გამო ვუყურებ ამ სპორტს.
ძალიან თავმდაბალი ბიჭია და კარგი ადამიანია, რატომ გინდათ საკუთარი კომპლექსები მოახვიოთ და მართლა აგრესიულად განაწყოთ არ მესმის!
არცერთმა გამორჩეულმა ადამიანმა არ გაიხარა ამ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულების გამო!
Skeleton
30 აპრილი 2022 14:34
0
რა იყო რას დამესიეთ მე რომ მინდა ხვიჩას წარმატება ისე ბევრს უნდოდეს.. ის კი არ ვთქვი უნდა ურტყან მეთქი და განზრახულად უხეშად ეთამაშონ. უბრალოდ იმ დონის ფეხბურთელია აუცილებლად ექნება ეგ სიტოაცია ისე ვერ გააჩერებენ. არ გეწყინოთ და დილაობით პიტნის ჩაი დალიეთ ნერვებს აწყნარებს
აკო
30 აპრილი 2022 11:27
3
რა გიკვირს აკო დაგესევიან ეს კლავიატურის ლომები და ღარიბები,საჭმელ სასმელუ არა აქვთ და აქ წერით გააქვთ დრო,
აკო-ს
30 აპრილი 2022 14:04
2
ბოლნისის სტადიონის საფარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,უმაღლეს ლიგაში ასეთი გაზონი უბრალოდ სამარცხვინოაბბ
გულშემატკივარი
30 აპრილი 2022 06:23
0
ბათუმის დინამოს დაცვა არის ნოლი.. კარგი გუნდი 2 ბურთს მინიმუმ გაუტანდა....
zaali
30 აპრილი 2022 02:49
1
არამგონია ჯანმრთელი ფეხბურთელი იმისთვის გაეყვანა ტრავმა არ მიიღოსო. ბევრჯერ ჩაარტყეს და იტკიებდა ფეხს. მაგიტომაც გაიყვანა. ყინულებს ადებდნენ მერე. დისკომფორტი აშკარად ჰქონდა. ნაპოლის გვერდები აქტიურად წერენ ტრავმის ალბათობაზე და უკვირთ რატომ შეცვალა ასე ადრე.
Thomas
30 აპრილი 2022 02:35
0
როგორც მერე დაწერეს კვარა იმიტომ გაიყვანა, რომ უხეშად თამაშობდნენ და ტრავმის რისკი იყოო. მე კიდე მგონია, რომ ტრავმა მიიღო, რადგან როცა გავიდა კოჭლობდა და ყინულები დაადეს. თან ნაპოლის ფან გვერდებიც აქტიურად წერენ 42 ე წუთზე რატომ შეცვალესო, ალბათ ტრავმის გამოო. იმედია მალე გახდება ცნობილი სინამდვილეში რა მოუვიდა. იმდენჯერ მოხვდა არც გამიკვირდება ტრავმა ჰქონდეს.
ნაპოლის მხარე ყველა მის თამაშს აკვირდება და ყველაფერს უყურებენ, მაინცდამაინც ახლა ნუ დავლეწავთ აქ!!!
Herbst
30 აპრილი 2022 02:06
0
"ლელო" წერს, კვარაცხელიამ ტრავმა მიიღოო.
ვინმემ რამე ხომ არ იცით?
ILIA
30 აპრილი 2022 01:21
0
Კომბლე ხართუ თავკომბალა წადი რა კომბლები თალე ფეხბურთი რო ვერ არი შენი საქმე ვერ ატყობ?
კომბლეს
30 აპრილი 2022 00:40
5
ამ კვარაცხელიამ ასეთ პატარა ასაკში ღირსება სულ დაკარგა,ზემოდან იქედნურად უყურებს ყველას,წარმოუდგენელ უპატივსცემლობას იჩენს გულშემატკივრების მიმართ..თუ გონია რომ ია-ვარდებს გაუშლიან თამაშის დროს იტალიაში ძალიან ცდება,ცხვირაწეული იყურება და ეს არ შეიძლება
roki
29 აპრილი 2022 23:38
24
Shen ragac ver xar kargad getyoba
L.J .
30 აპრილი 2022 12:13
0
სად ნახეთ კვარაცხელიას ცხვირაწეულობა. იმდენად ვერ იტანთ, რომ როგორ დასწამოთ ცილი და მოახდინოთ მისი დისკრედიტაცია აღარ იცით. სულ რაღაც ორი თვე იქნება აქ და ავიტანოთ როგორმე. ასეთი რა უპატივცემულობა გამოიჩინა საინტერესოა. სავარაუდოდ ფოტო არ/ვერ გადაიღო ვინმესთან და მაგას უთვლიან ძირითადად აქ უპატივცემულობაში. ვიღაც კაცი იმის გამო აგინებდა, მაისური ვთხოვე და არ გაიხადა და არ მაჩუქაო...
მოკლედ 1000 ბავშვთან რომ გადაიღებს ფოტოს და ვიღაც ათასმეერთე მაინც დარჩება ისეთი, ვისთანაც ვერ გადაიღებს, მერე იმათი სანათესაო გამოდიან და კვარაცხელიას გულშემატკივართან ცუდად მოპყრობაში ადანაშაულებენ.

საერთოდ არ მჭირდება არცერთ ფეხბურთელთან არც ფოტო და არც ვინმეს მინაჯღაპნი ავტოგრაფი, რო მერე ვლანძღო, თუ ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინები.
ჩემს თავს ვაყენებ ყოველთვის მათ ადგილას, დარწმუნებული ვარ ყველას მოსაწონს ვერასოდეს გავაკეთებთ ვერავინ. ვინმე მაინც დაგვრჩება გულდაწყვტილი :))
Winter
30 აპრილი 2022 00:38
2
რას აპიპინებთ თუ ხართ აზრზე?
ფეხბურთი ბურთით თამაშია, თამაში! და არა ფეხებში შემოკვრა. ბიჯოს, იმუნიტეტს უმაღლებსო!
მაშ თუ ეგრეა ნაპოლში გადასვლამდე ჯანიანი მუტრუკი დავიქირავოთ და ხვიჩას დილაობით სახრე დავუნიშნოთ ფეხებში..
რაც შეეხება მსაჯს. მე რომ უფლება მქონდეს დავხვრეტდი. ცოტა უფლებაზე მსაჯობას აუკრძალავდი სამუდამოდ.
კ ო მ ბ ლ ე
29 აპრილი 2022 23:35
2
თქვენ გაიხარეთ სიმართლისთვის. გამაგიჟებს ეგ ხალხი, თურმე იმუნიტეტი აუმაღლდება ფეხებში ბევრჯერ თუ მოარტყეს. ამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და მსგავსი გამართლება უხეში თამაშის მე არ გამიგია. მაგას ჯობია პირდაპირ აღიარონ ღირსია და იმიტომ ურტყამენო, ან არ გვინდა მისი წარმატება და იმიტომო...
:))
Winter
30 აპრილი 2022 00:30
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული