ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სასტარტოში ზურიკო დავითაშვილიც გამოჩნდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცელები, ლადო მამუჩაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი კი, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ.
მოლოდინისამებრ, შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო. პირველივე წუთებში კვარაცხელიას წაქცევისთვის ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ. გია გეგუჩაძის ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ. მეტოქის კარის აღების ყველაზე კარგი შანსი ჯოვინოს ჰქონდა, თუმცა ძელიდან ასხლეტილ ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა და რეალური მომენტი გაანიავა.
მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო. ბოლნისელი მცველები მოწინააღმდეგის შემტევებს თამაშგარე მდგომარეობაში საკმაოდ ხშირად დატოვებას ახერხებდნენ და თამაშის წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ.
33-ე წუთზე ფლამარიონი მეტოქის საჯარომოსთან ახლოს წააქციეს. სტარდარტული მდგომარეობიდან ხვიჩამ დაარტყა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მდგარ ფეხბურთელს მოხვდა. ბათუმელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა, რომელიც მიმდინარე სეზონში 9 გოლის ავტორია, შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილი შევიდა.
მალევე, ტაიმის ბოლოს, მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიაც გავიდა და მის ნაცვლად გიორგი ფანცულაია ვიხილეთ. ამის მიზეზი შეხვედრის შემდეგ უნდა გავიგოთ.
43-ე წუთზე ბათუმელებმა მაინც გაიტანეს - დავითაშვილის პასის შემდეგ ირაკლი ბიძინაშვილმა შთამბეჭდავად იმოქმედა და ისიანის კარი დალაშქრა.
მეორე ნახევარში ბათუმელები გაპასიურდნენ, ბურთი დათმეს, ბოლსისელებმა კი სახიფათო მომენტებს მოუმატეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვებოდა. ერთ ეპიზოდში "დინამოს" ფლანგელ აზაროვის თვალისმომჭრელი თამაში ვნახეთ.
მასპინძლებმა მაინც გაათანაბრეს - 82-ე წუთზე თომა ტაბატაძემ ლაზარე კუპატაძეს გაუტანა. სტუმრებმა შეცდომებს უმატეს, ბოლნისელებს კი გამარჯვებაც შეეძლოთ.
29.11.22. ბოლნისი."თამაზ სტეფანია"
"სიონი" - ბათუმის "დინამო" 1:1
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (44), 1:1 თ. ტაბატაძე (82)
მომდევნო ტურში, 3 მაისს, ბათუმელები თბილისის "დინამოს", ბოლნისელები კი "თელავს" ესტუმრებიან.
ტურის სხვა მატჩები:
29.04.22. წყალტუბო. "26 მაისი"
"სამგურალი" - "საბურთალო" 3:0
გოლები: დოლიძე (75), ჩიხლაძე (86), ქურდაძე (86)
გამოუყენებელი პენალტი: სიხარულიძე (6, "საბურთალო", მეკარე შოვნაძე)
29.04.22 თბილისი. "დინამო არენა"
"გაგრა" - "დილა" 1:0
გოლი: კვირკვია (68)
ხვიჩა საყოველთაო ყურადღების ქვეშ და ქართული კლასიკო - ეროვნული ლიგა
ფლამარიონის დუბლი, კვარაცხელიას გოლი და ბათუმელთა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება [VIDEO]
"დილამ" გაიმარჯვა და მეორეა - თბილისის "დინამო" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
არაბიძის, არველაძისა და მჭედლიძის უშედეგო მცდელობები - წარმატებული ხორხელები [VIDEO]
პირდაპირ თავმოყვარეობაზე ურტყამს ქართველ კაცს მეორე წარმატებული ქართველი. კომპლექსებში იხრჩობა...
უკვე მერამდემე დაწერა, რომ თავში აქვს ავარდნილი ხვიჩას. რომ უყურებენ, ეგრევე უნდათ წამოიძახონ, თავი ვინმეზე მეტი ხო არ გგონია ბიჭო? :)
ეს სულ კომპლექსების გამოძახილია. და რომ ეგონოს სხვაზე მეტი თავი რა მერე? თქვენც გეგონოთ, ყველას აქვს უფლება თავი ეგონოს ის, რაც უნდა!
მე რაში მაინტერესებს ვინმეს თავი რა ჰგონია, მე ფეხბურთი მიყვარა და ლამაზი თამაშის გამო ვუყურებ ამ სპორტს.
ძალიან თავმდაბალი ბიჭია და კარგი ადამიანია, რატომ გინდათ საკუთარი კომპლექსები მოახვიოთ და მართლა აგრესიულად განაწყოთ არ მესმის!
არცერთმა გამორჩეულმა ადამიანმა არ გაიხარა ამ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულების გამო!
ნაპოლის მხარე ყველა მის თამაშს აკვირდება და ყველაფერს უყურებენ, მაინცდამაინც ახლა ნუ დავლეწავთ აქ!!!
ვინმემ რამე ხომ არ იცით?
მოკლედ 1000 ბავშვთან რომ გადაიღებს ფოტოს და ვიღაც ათასმეერთე მაინც დარჩება ისეთი, ვისთანაც ვერ გადაიღებს, მერე იმათი სანათესაო გამოდიან და კვარაცხელიას გულშემატკივართან ცუდად მოპყრობაში ადანაშაულებენ.
საერთოდ არ მჭირდება არცერთ ფეხბურთელთან არც ფოტო და არც ვინმეს მინაჯღაპნი ავტოგრაფი, რო მერე ვლანძღო, თუ ვერ გაამართლა ჩემი მოლოდინები.
ჩემს თავს ვაყენებ ყოველთვის მათ ადგილას, დარწმუნებული ვარ ყველას მოსაწონს ვერასოდეს გავაკეთებთ ვერავინ. ვინმე მაინც დაგვრჩება გულდაწყვტილი :))
ფეხბურთი ბურთით თამაშია, თამაში! და არა ფეხებში შემოკვრა. ბიჯოს, იმუნიტეტს უმაღლებსო!
მაშ თუ ეგრეა ნაპოლში გადასვლამდე ჯანიანი მუტრუკი დავიქირავოთ და ხვიჩას დილაობით სახრე დავუნიშნოთ ფეხებში..
რაც შეეხება მსაჯს. მე რომ უფლება მქონდეს დავხვრეტდი. ცოტა უფლებაზე მსაჯობას აუკრძალავდი სამუდამოდ.
:))