ჩხუბი, ტრიბუნებიდან საგნების სროლა, მაყურებლების მოედანზე შევარდნა - "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-10 ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთი ჩხუბის გამო ვერ დასრულდა.

თბილისის „დინამო“ სტუმრად „ტორპედოს“ 2:1 ამარცხებდა, მაგრამ თამაში კომპენსირებულ დროში შეწყდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველ ტაიმში სტუმრები გაბედავამ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, რომელთა შორის აღსანიშნავი დედაქალაქალთა მცველ კალანდაძის ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთია. „დინამომ“ კი სწრაფი კონტრიერიშისას მეორე გოლი გაიტანა - ბილენკის ჩინებული დრიბლინგისა
და პასის მერე ჰამზიჩის კარი კირკიტაძემ დალაშქრა. 89-ე წუთზე ბენიოს შეცდომით ბუღრიძემ ისარგებლა და ანგარიში შეამცირა. კომპენსირებულ დროში სიტუაცია დაიძაბა, ტრიბუნებიდან თბილისელ ფეხბურთელებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ, მოთამაშეებს შეხლა-შემოხლა მოუვიდათ, მოედანზე კი მაყურებლები შევარდნენ და მსაჯმა მატჩი შეწყვიტა.

მოკლედ, შეხვედრა ჩაიშალა და სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

ქუთაისი. “რამაზ შენგელია“
ტორპედო - დინამო (თბ)
გოლები: 0:1 გაბედავა (30), 0:2 კირკიტაძე (82), 1:2 ბუღრიძე (89)

ტორპედო (4-3-3): ჰამზიჩი, შულაია, მირცხულავა, აბულაძე, შერგელაშვილი, კუხიანიძე (კ) (ვაჩიბერაძე 64), ცინცაძე (ტაბატაძე 73), მანჯგალაძე (თევზაძე 88), არაბიძე, პაპუნაშვილი (ბუღრიძე 73), მჭედლიძე (არველაძე 46)

დინამო (თბ) (4-4-2): პრიეტო, ხარაბაძე, კალანდაძე, ბენიო, მალი (მაისურაძე 59), კამარა (სტეფენი 86), ოსიყმაშვილი, პაპავა (კ), ბარნსი (კირკიტაძე 59), გაბედავა, ბილენკი (ანტილევსკი 84)

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე უპრობლემოდ სძლია უიმედო აუტსაიდერ „ლოკომოტივს“ და 13 ქულით მეშვიდე ადგილზე დამკვიდრდა.

თელავი. “კავკასიონი არენა“
თელავი - ლოკომოტივი 5:0
გოლები: 1:0 აშორტია (6), 2:2 აშორტია (15), 3:0 გოშთელიანი (21), 4:0 მახარობლიძე (40), 5:0 კოპალიანი (78 საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 84 /
amdenma kutaisze dabogmilma mcerlebma dinamos stadionze ro iarot tkveni gundi ase samarcxvinod agar itamashebs.
BARSA
10:00 01-05-2022
4
ტორპედოს არასდროს ეშველება. ახალი კერძო კლუბია საჭირო და არა სახალხო მმართველობის.
სახიჩარი
09:57 01-05-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული