"ტორპედოს" წაგება და სტადიონის დისკვალიფიკაცია - გუნდებსა და ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმები" - სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტი

AutoSharing Option
სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის, "ტორპედო ქუთაისისა" და "დინამო თბილისის" მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა. აღნიშნული მატჩი 2022 წლის 29 აპრილს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის "დინამოს" 2 400 ლარის ოდენობით (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 116-ე მუხლისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ქუთაისის "ტორპედოს" ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 "დინამო თბილისის" სასარგებლოდ. ქუთაისის "ტორპედო" მომდევნო
5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)

ამას გარდა, ქუთაისის "ტორპედოს" დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელს - გიორგი პაპავას (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა "დინამო თბილისის" ფეხბურთელს - დიმიტრი ანტილევსკის (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის "დინამოს" მეკარეების მწვრთნელს - ევგენი ტაიკევიჩს (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის მე-100 მუხლი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ამასთან, ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებს - ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს; ასევე, ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელის ასისტენტს - შოთა ბაბუნაშვილს (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ასევე ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის "ტორპედოს" ფიზმომზადების მწვრთნელს - თეიმურაზ ჯანაშიას (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-9 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
კლუბმა უნდა მიიღოს ზომები, გამოავლინოს აგრესიული ადამიანები და აუკრძალოს რამოდენიმე წლით სტადიონზე შესვლა, ასე ებრძვიან მსგავს ფანებს ევროპაში
***
03 მაისი 2022 22:02
0
"ტორპედოს" რა "ტრენერიც" ყავს ისევე იქცევა ფეხბურთელიც და მაყურებელიც, რა მაგალუთს იძლევა? მოიკვეთეთ ეგ "რაღაცა" და დალაგდება ყველაფერი.
niko
03 მაისი 2022 10:42
4
არანაირი გამსხვავება არ არის თვისობრივ დონეზე იმ ქუთაისელ, თბილისელ, ბათუმელ თუ სინგაპურელ გულშემატკივარსა და კაციჭამია ნაცისტს შორის ვინც ეროვნული ან სხვა ნიშნით ხოცავდა და ახლაც ხოცავს ხალხს, ვინც იმიტომ ისვრის ქვას რომ "სხვამ მოიგო" ან უბრალიდ "სხვაა და მე ვჯობივარ" და ამიტომ ვიძალადო - ეგეთები დაეწიეთ რუსულ გემს და სადმე ნეანდერტალელების სამეფო გახსნან და დაჭამონ იქ ერთმანეთი
არანაირი განსხვავება
03 მაისი 2022 10:11
4
ეს არის ვაი გულშემატკივარის ბრალი ასე საქამდე უნდა იქცეოდნენ ახალგაზრდებს აგულიანებენ და შედეგიც სახეზეა
გია
03 მაისი 2022 07:24
2
ტორპედოს დინამოსთან ბევრჯერ მოუგია და წაუგია. გავიგე ქუთაისელი ბალეშჩიკებიც. მაგრამ მარტო დინამოსთან რატო ხდება ასე. ვინც ქუთაისელ ბალეშჩიკებს ლანძღავთთუ მაინც დაფიქრებულხართ ამაზე?
1111
03 მაისი 2022 00:15
27
კი ვიცით მაგაზე პასუხი
0::3 )))) მოკითხვა ქუთაისს თბილისიდან
03 მაისი 2022 08:05
6
მიუღებლობა და კომპლექსები აქვთ თბილისზე ზოგადად და იმიტომ
izi
03 მაისი 2022 07:52
4
კადრებში მჭედლიძე მგონი კარგად იქცეოდა ... 5 მატჩიანი დისკვალოფიკაციაც სტადიონზეც მეზედმეტება ... მართლა ნუ გააჩმახეთ არც მე მომწონს შევარდნა გამოვარდნები მარა სტადიონი რო ივსება სხვა მუღამი აქვს... მარტო ტოროედოს და ბათუმის თამაშებს ვუყურებ აბა თბილისის დინამოს ცარიელ სტადიონს ვუყუროო ??? ქუთაისელი არ გეგონოთ და დისლაიქები კიდევ ქომაგებმა დამიწერეთ ... კეთილი ინებეთ და ჩენპიონატის არცერთი თამაში ვისაც არ გინახავთ ნუ დამიწერთ დისლაიქებს ...
bejo
02 მაისი 2022 23:25
27
ეს პირველი შემთხვევა არ არის, არც მეათე, თბილისის დინამოზე ალერგიულები არიან. წლებია ჯიბეში ქვებით დადის დინამოს თამაშზე გულშემატკივარი. მე თუ მკითხავ დინამოსთან მატჩების უმაყურებლოდ ჩატარება უნდა მიესაჯათ ერთი ორი წელი, რომ იქნებ ჭკუა ისწავლონ.
War
03 მაისი 2022 00:11
11
ქართული ფეხბურთისთვის კარგი არაფერი მომხდარა და დაფიქრდით სანამ იზეიმებდეთ ჯარიმებს გინდ დინამოს და გინდ ტორპედოსა წინააღმდეგ!
sormona
02 მაისი 2022 23:19
3
ქუთაისის "ტორპედო"-ს მეამბოხე ფანებო, იჯექით ახლა სახლში და ტრიბუნების ნაცვლად ლეწეთ ეგ თქვენი ტელევიზორები - თუ დაიცხრობთ ვნებებს, მაშინ გეღირსებათ საყვარელი გუნდის სტადიონზე ქომაგობა
მოჩხუბარიძეებს
02 მაისი 2022 23:10
20
ქუთაისის ტორპედოს ფანებს სტადიონზე ანშლაგი მარტო ნუ გგონიათ ფანობა!!! კულტურაც საჭიროა
ქართველი
02 მაისი 2022 22:10
16
რა ამბავია 2 400 ლარი, სულ გააკოტროთ გიმდათ, ფიფია? ))))))
ანდუყაფარი
02 მაისი 2022 22:07
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული