კვარაცხელია თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ - ხალხმრავლობა "დინამოზე"

AutoSharing Option
დღეს, 3 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურის 4 შეხვედრა გაიმართება. ყველაზე საინტერესო მატჩი "დინამო არენაზე" შედგება - თბილისისა და ბათუმის "დინამოები" ერთმანეთის წინააღმდეგ.

ხვიჩა კვარაცხელია მშობლიურ კლუბს დაუპირისპირდება. ბათუმელთა გარემარბი კარიერას თბილისის "დინამოში" იწყებდა. ეს შეხვედრას დამატებით ინტრიგასა და ელფერს სძენს. ასეთივე მდგომარეობაა სტუმართა სხვა წამყვანი მოთამაშეების, ირაკლი აზაროვისა და ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაშიც.

გია გეგუჩაძის გუნდმა გასულ ტურში გამარჯვებების სვლა შეაჩერა და ბოლნისის "სიონს" (1:1) დაუზავდა. გარდა ამისა, ტრავმა მიიღო და დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (9 გოლი,
2 საგოლე პასი) ჯოვინო ფლამარიონი. ტრავმირებულია (ხელი მოიტეხა) ცენტრალური მცველი ოლექსანდრ აზაცკიც.

რაც შეეხებათ თბილისელებს - ქუთაისში "ტორპედოსთან" სკანდალური დაპირისპირება ჰქონდათ, სადაც საბოლოოდ ტექნიკური გამარჯვება (3:0) "დინამოს" ჩაეწერა. ამავდროულად, სადისციპლინო კომიტეტმა თბილისელთა 2 მოთამაშე, გიორგი პაპავა და დმიტრი ანტილევსკი, დასაჯა. თუკი კახა ცხადაძის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს, მაშინ დღეს გამარჯვება აუცილებლად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმელთა უპირატესობა, როგორც ქულების, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბევრად დიდი იქნება.

"დინამო არენაზე" შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და სტადიონზე ეროვნული ლიგისთვის უჩვეულო ხალხმრავლობას ველით.

ამავე დროს, მეორეადგილოსანი გორის "დილა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, რომელსაც საშინაო შეხვედრებზე შეზღუდვები დაუწესდა.

დღესვე, 21:00 საათზე, "საბურთალო"-"გაგრა" და "თელავი"-"სიონი" შედგება, ტური კი ხვალ, 4 მაისს (21:00 სთ), "ლოკომოტივი"-"სამგურალით" დასრულდება.

altჩხუბი, ტრიბუნებიდან საგნების სროლა, მაყურებლების მოედანზე შევარდნა - "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

altკვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
სად შეიძლება ამ თამაშის ყურება, რომელი არხი აჩვენებს? საზღვარგარეთ ვიმყოფები, მადლობა წინასწარ
Lasha
03 მაისი 2022 18:54
0
დღეს დინამო მოიგებს უეჭველი
ტორპედოელი
03 მაისი 2022 18:49
0
ხვიჩა ჩქიმ ჯიმაა! ღმერთმა მოგვასწროს,რომ სამეგრელოში,ერთ ისეთი კლუბი იყოს, ჩემპ,ლიგას,ევროპა ლიგას თამაშობდეს და ხვიჩა და მისნაირი ტალანტები,საკუთარი კუთხისთვის თამაშობდნენ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
03 მაისი 2022 17:26
6
დინამო თბილისს გადაურბენენ დღეს ჩვეულებრივად
ზურა
03 მაისი 2022 17:18
1
ერთმა ბიჭმა აქ, სხვაგან იკაიფოს
აქ მისი ადგილი არ არის
თენგო
03 მაისი 2022 14:11
14
ქართული ისწავლე
თენგოს
03 მაისი 2022 18:00
0
კარგი თამაში გველის!!!
tngh
03 მაისი 2022 12:16
4
ფეხბურთი ეთამაშეთ და ბურთი ისე წაართვით, ტრავმა არ მიაყენოთ!
უხეშად არ ეთამაშოთ!!! :)
.
03 მაისი 2022 11:51
2
არა ეგ არ მიგულისხმია, დამშვიდდით. საერთოდ არ ეთამაშოთ და ისე მიაცილეთ კარამდეთქო ეგ სად დავწერე აბა? :))
უბრალოდ უპრეცედენტოდ ხდება და ძალიან ხშირად მის წინააღმდეგ წესის დარღვევა. ბოლნისთან ტრავმა მიიღო, ძლიერად ურტყამდნენ და შეცვლა მოუწიათ. ფეხბურთის თამაში სხვაა და ჭ კლასის მოედანზე რომ დაგლწავენ სხვა.
აბა ბალეტს ხომ არ ეცეკვებიან და ეგ საბჭოთა ფრაზები არ გვინდა რა,არგუმენტად არ გამოდგება.
თუმცა ბევრს კი უნდა აქ დაიმტვრეს და ვერ ითამაშოს მაღალ დონეზე. შურიანი ხალხის მეტი რაა.
.
03 მაისი 2022 13:09
2
ჯუღელი თუ დაცვით დადის, მაგასაც დავუყენოთ დაცვა, ე მანდ ვინმე არ უეხეშოს))
რეზო
03 მაისი 2022 12:43
25
ყველა გამოხმაურება
"დინამო" ბუცების ნაცვლად, რბილ სახლის ჩუსტებს იცვავს, "აუტჩიკები" კი ლეიბებით იქნებიან აღჭურვილნი.
აკა
03 მაისი 2022 11:34
24
დინამო სხვა კლუბებისგან განსხვავებით ჭაობიან გაზონზე არ თამაშობს
kane
03 მაისი 2022 12:02
0
უხეშობაზე როცა ვსაუბრობდი, პირველ რიგში ვგულისხმობდი, რომ ხვიჩას არაფერი დაუშავდეს და მის საფეხბურთო კარიერას არ მიადგეს რაიმე ზიანი.
თბილისელი გულშემატკივარი
03 მაისი 2022 12:01
1
იმედია, თბილისელების მხრიდან უხეშობას არ ექნება ადგილი
თბილისელი გულშემატკივარი
03 მაისი 2022 11:15
1
რომელ გენიოსს მოუვიდა იდეა, რომ 7 საათზე დაიწყოს თამაში? სამუშაო დღეა, სანამ დაამთავრებს ხალხი სამსახურებს, გამოვა, ამ საცობებში 7-ზე სტადიონზე როგორ უნდა მოასწრო მისვლა. ცოტა ხო უნდა იაზროვნონ. ჩემპიონატზე ხალხის მისვლა ისედაც პრობლემაა და კიდე ხელოვნურ ბარიერებს რატო ქმნიან.
ფეოლა
03 მაისი 2022 10:59
5
რვის ნახევარზე უნდა დაენიშნათ იდეალური იქნებოდა სამსახურიც სადაა სამასმა ატასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა 1 წელიწადში
beqa
03 მაისი 2022 14:36
3
სამსახური თორე პირდაპირ იმდენია დასაქმებული)) თუხთუხებს ფაბრიკა - ქარხნები
dima
03 მაისი 2022 13:50
7
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული