გაიტანს კვარაცხელია?! - ბათუმში ლიდერები დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში მთელი ყურადღება ბათუმისკენ იქნება მიმართული, სადაც ჩემპიონატის ლიდერი, ადგილობრივი "დინამო" მეორეადგილოსან გორის "დილას" უმასპინძლებს.

ლიდერებს შორის სხვაობა 2 ქულაა და გამარჯვების შემთხვევაში, გორელებს პირველ ადგილზე გადასვლა შეუძლიათ. პირველ წრეში, "დილამ" (2:1) მოგება მშვენიერ მატჩში მოახერხა, წინა 2 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. ასე რომ, ბათუმელებს ანდრეი დემჩენკოს გუნდთან საკმაოდ უჭირთ.

თუკი გია გეგუჩაძის ბიჭებს პირველ ტაიმში ყველაზე მეტი გააქვთ, გორელებს მსგავსი საუკეთესო მაშვენებელი მეორე 45 წუთში აქვთ. საინტერესოა, რამდენად გაგრძელდება ეს სტატისტიკა...

გასულ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას თბილისის
"დინამოს" წინააღმდეგ არ გაუტანია, მაგრამ ტრადიციულად, აქტიური იყო და მეტოქეს არაერთი ხიფათი შეუქმნა. შეგახსენებთ, "კვარას" ეროვნულ ლიგაში 3 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს.

ტრავმის შემდეგ, გეგუჩაძის გუნდს ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი (9 გოლი, 2 საგოლე პასი) უბრუნდება. საინტერესოა, გაუტანს თუ არა ყოფილ გუნდს ირაკლი ბიძინაშვილი, რომელიც ბათუმელთა რიგებში 5 გოლის ავტორია.

ბათუმის არენაზე, რომელიც ზუსტად 1 წლის წინ გაიხსნა, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და სტადიონზე ანშლაგს ველით.

ტურის სხვა შეხვედრები:

8.05.

16:00 "სიონი" - "დინამო" (თბ);

19:00 "ტორპედო" - "საბურთალო" (უმაყურებლოდ);

9.05.

16:30 "სამგურალი" - "თელავი";

21:00 "გაგრა" - "ლოკომოტივი"

alt"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

altჩხუბი, ტრიბუნებიდან საგნების სროლა, მაყურებლების მოედანზე შევარდნა - "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიტანა უკვე, თან ულამაზესი გოლი. ჯერ რა გარემოა, სავსეა ტრიბუნები, მგონია ლა ლიგის რომელიმე თამაშს ვუყურებ. სასწაული კომბინაცია გაითამაშეს და ძაან ლამაზი გოლი გავიდა. ყოჩაღ ბათუმს, ნამდვილი ევროპული დონის საფეხბურთო გარემო შექმნეს.
Herbst
21:48 08-05-2022
1
იმედია არ ვნახავთ გულშემატკივრის შევარდნას და უაზრო ფოტოსესიებს
ბექა
16:50 08-05-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული