"ლიონმა" "დორტმუნდს" შერკი არ მიჰყიდა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ "ლიონმა" გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი რაიან შერკი "დორტმუნდს" არ მიჰყიდა.

გერმანული კლუბი მზად იყო შერკის ტრანსფერში 22.5 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "ლიონმა" მისი გასხვისება არ ისურვა.

21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ამ სეზონში 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით რაიანის ფასი 30 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მწვრთნელებმა კარგად იმუშავეს და თვითონაც არ დააკლო,მისგან ვარსკვლავის,ან თითქმის ვარსკვლავის გამოზრდა შეიძლება.ეგ თანხა,ნამდვილად ძალიან ცოტაა.
სოსო
21:29 03-02-2025
0

სიახლეები პოპულარული