უსაფრთხოების მიზნით ბათუმის "დინამოს" "საბურთალოსთან" მატჩს მხოლოდ მოსაწვევებით დაესწრებიან

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 12 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, "საბურთალო" ლიდერ ბათუმის "დინამოს" რუსთავში დაუპირისპირდება. თბილისურმა კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"გეცოდინებათ, რომ "საბურთალოსა“ და ბათუმის "დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ქომაგი, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით."

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

altსაფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ხვიჩას გოლი და "დინამოს" გამარჯვება "დილასთან" [VIDEO]

altშინდაგორიძემ 86-ე

წუთზე "საბურთალოს" ქუთაისში გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
ასეთ უაზრობას ზიანი მოაქვს ფეხბურთისთვის. მაყურებელი სტადიონზე არ შეუშვა. მე ასეთი არსად არ გამიგია. მოსაწვევი ვისზე უნდა გადანაწილდეს? ეს ნიშნავს ჩემპიონატის ჩატარება არ შეუძლია ქვეყანას, თუ კი მოთხოვნადი გახდება? ძალიან დიდი სისულელე მოიხარშა ვიღაცის თავში და ეს მავნებლობაა ქვეყნის ფეხბურთისათვის, ასევე გულშემატრივრების მიმართ.
G.LA
12 მაისი 2022 11:07
2
მოვიდა 2000 მაყურებელი და აგივარდათ თავში? რა აბონიმენტები და სპეც ბილეთები ცოტა აზრზე მოდით და მიწაზე დაეშვით.მიეცით ჩვენნაირ " უბრალო მოკვდავებს " მატჩზე დასწრების საშუალება
ჯელა
12 მაისი 2022 02:16
0
აბსოლუტურად გეთანხმებით.მოსაწვევები კი არა იმ მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი ლამის აქეთ უნდა უხდიდეთ ფულს ოღონდ ვინმე მიიტყუოთ სტადიონზე. ინციდენტი იყოო, მერე რა? დიდი ამბავი მცირე ინციდენტი თუ იყო, დაშავდა ვინმე?
ზურა
12 მაისი 2022 07:57
0
ანუ სპეცომ აგებენ და თავს იზღვევენ?
კ ო მ ბ ლ ე
11 მაისი 2022 16:13
1
არ ვიცი რა ინციდენტი მოხდა მაგრამ ფაქტია ძალზე სულელური გადაწყვეტილებაა სტადიონზე მაყურებლის არ შეშვება, მომეტებული თუ რაიმე რისკებია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაცვა უნდა გააძლიერო წესით და არა მაყურებელია შესვლა აკრძალო.
ბექა
12 მაისი 2022 06:40
0
მგლის შიშით ცხვარის გაწყვეტა, მეტი ეს არაფერია. ყველა მატჩზეა არეულობის საფრთხე და იმისთვის ხარ ორგანიზატორი რომ ეგ საფრთხე აირიდო.
გიორგი
12 მაისი 2022 08:26
0
ეს კვარაცხელია ასეთი უტიფარი თუ იყო არ მეგონა,სურათის გადასაღებად მინდორზე შესულ ბავშვს უარი უთხრა და უხეშად მოიშორა ხელით..
რამაზი
11 მაისი 2022 15:02
58
ძალიან ბევრ ბავშვთან გადაიღო, ვინც უშუალოდ თამაშის დროს შევიდა და ხელს უშლიდა თამაშში მაგრამ მაინც გადაიღო. ჩემი თვალით ვნახე და ნუ აბრალებთ ასეთ აბსურდებს რა. ყველას ჩაეხუტა და გადაიღო ფოტოები მაგრამ მასიურად რომ დაიწყეს მერე შესვლა და თამაში იშლებოდა, მოუწოდა რომ დაეტოვებინათ მოედანი. რამდენი მეტთან გადაიღო, იმდენი მეტი შემოვარდა, თქვენ მოგწონთ ასე ველურებივით რომ შევარდნენ მოედანზე? 10000 ბავშვთან რომ გადაიღო ათიათასმეერთე მაინც უკმაყოფილო დარჩა. ყველასთან ვერ მოხერხდებოდა, თამაში მიდიოდა ხალხო!!
ნუ ამოიჩემეთ ეგ ბიჭი რაა, არაა საჭირო მასთან ფოტოს გამო ველურად მოქცევა.
!!
11 მაისი 2022 16:09
2
ბავშვებზე იძახი და წერ ველურებიო? თუ რას იძახი გარკვევით დაწერე…მოკითხვამდე
!!-ს
11 მაისი 2022 18:12
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული