უსაფრთხოების მიზნით ბათუმის "დინამოს" "საბურთალოსთან" მატჩს მხოლოდ მოსაწვევებით დაესწრებიან

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 12 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში, "საბურთალო" ლიდერ ბათუმის "დინამოს" რუსთავში დაუპირისპირდება. თბილისურმა კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

"გეცოდინებათ, რომ "საბურთალოსა“ და ბათუმის "დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ქომაგი, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით."

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

altსაფეხბურთო ზეიმი ბათუმში - ხვიჩას გოლი და "დინამოს" გამარჯვება "დილასთან" [VIDEO]

altშინდაგორიძემ 86-ე

წუთზე "საბურთალოს" ქუთაისში გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
საინტერესოა ვის თავში მოიხარშა ეს სისულელე. ხომ წარმოგიდგენიათ რა უსუსურობასთან გვაქვს საქმე. ხალხი სტადიონისაკენ დაიძრა და ეს "ჭკვიანები" უკრძალავენ. ფუიიიი თქვენი.........
ზაალ
17:27 11-05-2022
0
საბურთალოს თამაშებზე აქამდეც იჭრებოდა ვინმე? დაასვენეთ ერთი თამაში კვარაცხელია და დაინახავთ რამდენი შეიჭრება. მაყურებლის დასწრებს კი ნუ კრძალავთ, დაცვა გააძლიერეთ :))
Herbst
17:19 11-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული