თუკი ეროვნული ლიგის მატჩებზე უმაყურებლობას ვუჩიოდით, ახლა სიტუაციამ მეორე უკიდურესობის ფორმა მიიღო. გასაგებია, რომ გუნდები ხალხმრავლობას მიუჩვეველნი არიან და ორგანიზება უჭირთ, თუმცა გამოსავალი აკრძალვა ვერ იქნება, აშკარად სხვა ზომების მიღებაა საჭირო. ამავდროულად, გულშემატკივართა ერთ ნაწილს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებს, რათა მათ გამო კლუბები და სხვა ქომაგები არ დაზარალდნენ.
ასეა თუ ისე, ხსენებული დაპირისპირება ხალხმრავლობის გარეშე ჩაივლის. ხვიჩა კვარაცხელიამ
მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და მას ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის.
ამ შეხვედრის შემდეგ, 19:00 საათზე, არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება გველის - გორის "დილა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ სატურნირო მდგომარეობას - ბათუმელები 27 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობენ, თბილისის "დინამოსა" და "დილას" თანაბარი, 22-22 ქულა აქვთ, "საბურთალოს" კი - მათზე 1 ქულით ნაკლები.
ტურის სხვა შეხვედრები:
13 მაისი
16:00 - "სიონი"-"სამგურალი"
17:00 - "ლოკომოტივი"-"ტორპედო"
19:00 "თელავი"-"გაგრა"
უსაფრთხოების მიზნით ბათუმის "დინამოს" "საბურთალოსთან" მატჩს მხოლოდ მოსაწვევებით დაესწრებიან
არ ხდება ასე ცივილურ ქვეყნებში. უნდა გადაიხადო იმისთვის, რომ უყურო ფეხბურთს, კონცერტს, შოუს, მიუსმინო მუსიკას და ასე შემდეგ.
ჩემი აზრით სანამ ამას არ ვისწავლით არაფერი გვეშველება.