კვარაცხელია წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება - საინტერესო მატჩები ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
დღეს, 12 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი რუსთავში შედგება. "მიხეილ მესხის" რეკონსტრუქციის გამო "საბურთალო" საშინაო შეხვედრებს ამ ქალაქში გამართავს.

თუკი ეროვნული ლიგის მატჩებზე უმაყურებლობას ვუჩიოდით, ახლა სიტუაციამ მეორე უკიდურესობის ფორმა მიიღო. გასაგებია, რომ გუნდები ხალხმრავლობას მიუჩვეველნი არიან და ორგანიზება უჭირთ, თუმცა გამოსავალი აკრძალვა ვერ იქნება, აშკარად სხვა ზომების მიღებაა საჭირო. ამავდროულად, გულშემატკივართა ერთ ნაწილს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებს, რათა მათ გამო კლუბები და სხვა ქომაგები არ დაზარალდნენ.

ასეა თუ ისე, ხსენებული დაპირისპირება ხალხმრავლობის გარეშე ჩაივლის. ხვიჩა კვარაცხელიამ
გოლების გატანასა და კარგ თამაშს ისე შეგვაჩვია, უკვე ყველა მატჩში იმავეს ველით. აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში ბათუმელებმა ხვიჩას გასვლის შემდეგაც მშვენივრად ითამაშეს.

მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და მას ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის.

ამ შეხვედრის შემდეგ, 19:00 საათზე, არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება გველის - გორის "დილა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ სატურნირო მდგომარეობას - ბათუმელები 27 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობენ, თბილისის "დინამოსა" და "დილას" თანაბარი, 22-22 ქულა აქვთ, "საბურთალოს" კი - მათზე 1 ქულით ნაკლები.

ტურის სხვა შეხვედრები:

13 მაისი

16:00 - "სიონი"-"სამგურალი"

17:00 - "ლოკომოტივი"-"ტორპედო"

19:00 "თელავი"-"გაგრა"

altუსაფრთხოების მიზნით ბათუმის "დინამოს" "საბურთალოსთან" მატჩს მხოლოდ მოსაწვევებით დაესწრებიან

მკითხველის კომენტარები / 6 /
არვიცი სხვები როგორ ფიქრობენ მაგრამ, მე პირადად მირჩევნია თანხა გადავიხადო ხარისხიანი ფეხბურთი ვნახო, ასევე ხარისხიანი ორგანიზებით. უფასო რომ გვინდა ყველაფერი იყოს და სტიუარტებსაც ვერ უხდიან წესიერად, დაცვაც არ ჰყავთ გაძლიერებული, მაგიტომაც არის, ხან ადამიანი შეიპარება მინდორზე და ხან ქათამი :))
არ ხდება ასე ცივილურ ქვეყნებში. უნდა გადაიხადო იმისთვის, რომ უყურო ფეხბურთს, კონცერტს, შოუს, მიუსმინო მუსიკას და ასე შემდეგ.
ჩემი აზრით სანამ ამას არ ვისწავლით არაფერი გვეშველება.
Mia
12 მაისი 2022 16:37
0
100%-ით გეთანხმები
დათა თუთაშხია
12 მაისი 2022 19:09
0
რა სისულელეა რას ბოდიალობენ, როგორც იქნა ხალხმა სტადიონზე მისვლა დაიწყო (კვარაცხელიას დამსახურებით) და ახლა რა შეზღუდვებზეა საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ რო ამის უკან რაღაც სხვა რამე უნდა იყოს, მაგალითად ის რო, საბურთალოზე მეტი გულშემატკივარი ბათუმს ეყოლებოდა და ეს არ აწყობდათ.
ავთო
12 მაისი 2022 15:34
0
რა სისულელეა რას ბოდიალობენ, როგორც იქნა ხალხმა სტადიონზე მისვლა დაიწყო (კვარაცხელიას დამსახურებით) და ახლა რა შეზღუდვებზეა საუბარი, მაგრამ მე ვფიქრობ რო ამის უკან რაღაც სხვა რამე უნდა იყოს, მაგალითად ის რო, საბურთალოზე მეტი გულშემატკივარი ბათუმს ეყოლებოდა და ეს არ აწყობდათ.
ავთო
12 მაისი 2022 15:33
0
რა თქმა უნდა მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს თამაში მაგ მოედანზე,ფაქტიურად მაყურებელი მოედანზე დგას და შევარდნაც აღარ ჭირდებათ))) რუსთავის სტადიონი არის ქალაქის ცენტრში დაარა ეგ სახელდახელო ბაზა რომელიც ქალაქის უდაბნოს ნაწილშია! ფედერაციას თუ ქალაქისთვის პატივისცემა უნდოდა გორდას სტადიონისთვის მიეხედა! რუსთაველები არ ვთვლით სფფ-ს ბაზას რუსთავისას და არ მანდ მოთამაშე "გუნდს" ქალაქის კლუბად! მომავალ წელს ნახავთ რა სტადიონი ექნება რუსთავს,რომლის აღდგენაც დაგეგმილი აქვს ქალაქის მერს!
ზურა
12 მაისი 2022 13:24
0
ცხონებული ბებიაჩემმა იცოდა:-"ავსა არ მაკადრიან,კარგსა არ მაღირსიანო".მაკედონიასთან მაგრად შეგეშელათ და ახლაც იგივეს იმეორებთ.ეს უკვე არ ცოდნა და შეცდომა აღარ არის.ათასნაირად გავარჩიეთ მაშინდელი სიტუაცია და შევთანხმდით,რომ არასწორი იყო.ქართულ ფეხბურთს ცუდად მოუტრიალდება,გულშემატკივრების უგულებელყოფა.ისე არ ქნათ,რომ ნაკრების თამაშზეც აღარავინ მოვიდეს!ამას რაც მოჰყვა,მაშინ უკვე ნახეთ და დამიჯერეთ,ახლა,უარესი იქნება.მაშინ ფეხბურთელებს და მწვრთნელს მოვკითხეთ,ახლა კი,პასუხს ფედერაციას მოვთხოვთ და შესაძლოა, პარლამენტიც უკან დაგრჩეთ,არათუ ფედერაცია!
სოსო
12 მაისი 2022 13:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული