ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „ტორპედოსა“ და „თელავის“ მატჩი ლოგიკური ფრით, 1:1 დასრულდა.
77-ე წუთზე მასპინძლები პენალტით კუხიანიძემ დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მეხუთე გოლი გაიტანა. 5 წუთის შემდეგ კი 18 წლის ხაბულიანმა სადებიუტო გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„თელავი“ 20 ქულით მე-6 ადგილზეა და 21 მაისს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო 15 ქულით მე-8 პოზიციაზე მყოფი „ტორპედო“ 21 მაისს სტუმრად „სამგურალს“ შეხვდება.