"ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა, წყალტუბოს "სამგურალმა", ბათუმის ''დინამოს'' ექსფორვარდი გიორგი ნიქაბაძე დაიმატა.
ნიქაბაძე გასულ წელს ბათუმის ''დინამოსთან'' ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ჩემპიონის რიგებში მან გასულ სეზონში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.
ბათუმიდან წასვლის შემდეგ წყალტუბოელთა ახალწვეული ბოლოს მალტის ჩემპიონატში, კლუბ ''გუდია იუნაიტედში'' ასპარეზობდა.
გიორგი ნიქაბაძე "სამგურალში" 40-ნომრიანი მაისურით ითამაშებს".