ყველაზე დიდი ინტერესი ისევ ბათუმის "დინამოსა" და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. გია გეგუჩაძის გუნდის საშინაო თამაშების ხილვა ერთი სიამოვნებაა - აქ ისინი არ დამარცხებულან (6 მოგება, 1 ფრე) და 25 გოლი გაიტანეს.
6 გოლი, 2 საგოლე პასი - ხვიჩას ეროვნულ ლიგაში მართლაც მშვენიერი დაბრუნება აქვს. კვარაცხელია მორიგი გოლი გატანას წყალტუბოს "სამგურალთან" ეცდება, რაც მარტივი
ამ გუნდებს შორის პირველ დაპირისპირებაში ბათუმელებმა დიდი ანგარიშით (3:0) გაიმარჯვეს, თუმცა თამაშის შინაარსი ასეთი არ ყოფილა - ჯოვინოს გოლს ლობჟანიძემ და ფალავანდიშვილმა შეხვედრის ბოლოს დაამატეს. სხვათა შორის, ბოლო 15-წუთიან მონაკვეთში გეგუჩაძის გუნდს 10 გოლი აქვს გატანილი.
15 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას 34 ქულით ბათუმელები ლიდერობენ, მათ დღევანდელ მეტოქე "სამგურალს" კი, ისევე, როგორც თბილისის "დინამოს", 29 ქულა აქვს. შეხვედრა დღეს, 25 მაისს, 21:00 საათზე დაიწყება.
ტურის სხვა მატჩები:
25.05
19:00 სთ - თბილისის "დინამო" - "თელავი"
26.05
21:00 სთ - "ტორპედო" - "გაგრა"
27.05
17:00 სთ - "სიონი" - "საბურთალო"; 20:00 სთ - "დილა" - "ლოკომოტივი"
ხვიჩას გოლი, მცირე ტრავმა და ბათუმელთა გამარჯვება თელავში [VIDEO]
"ტორპედომ" "სამგურალს" მხოლოდ შესვენებამდე გაუძლო - მიქაძის გუნდი წინ მიიწევს [VIDEO]
აბა თელავის ნადიკვარში შეკერილს ტრუსებს ჩააცმევენ, თუ ჩელიაბინსკის გამოშვებულ მაიკას? ბოლო ბოლო კვარაა ჩომბე ხომ არა. ამას ენაცვალოს მთელი საქართველო.
ეს ის კატეგორია ხართ, თელავს თუ გაუტანს დიდი ამბავი თელავს თუ გაუტანაო და თუ ვერ გაიტანს, თელავს ვერ უტანს და რა უნდა ტოპ ლიგაშიო.
:))
სხვისი წარუმატებლობის ლოდინით რომ ცოცხლობთ არ ჯობია საკუთარი წარმატება დაგეგმოთ? :)
პატივისვემით !