კორღალიძემ "საბურთალოს" დატოვების მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
გუშინ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „საბურთალო“ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა, რომელთანაც მცირე კომენტარი ჩავწერეთ:

- ლევან, „საბურთალო“ ურთიერთშეთანხმების შედეგად დატოვეთ. შეგიძლიათ გვითხრათ, რის გამო?
- რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ვფიქრობ, ასე ჯობდა. „საბურთალოდან“ ფინანსური პრობლემების გამო არ წავსულვარ. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, რა ჩანაფიქრიც გვქონდა და რა შედეგსაც ვისახავდით, არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ გუნდიდან წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ჩავაყენე კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურში და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება.

- დაიწერა, თითქოს 5
-6 თვის დავალიანებაა კლუბში…

- ტყუილია, არ ვიცი, ვის სჭირდება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. ორი კვირის დავალიანება იყო გუნდში, რომელიც უკვე დაიფარა. ზოგადად, ქართულ ფეხბურთში და ყველა კლუბშია გარკვეული სახის პრობლემები…

- “საბურთალოსთან” ერთად ტიტული მოიგეთ. აღნიშნული თასი პირველია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში. როგორ გაიხსენებთ?
- “საბურთალოში” მუშაობისას კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდში მედგა. მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

მწვრთნელის რანგში, ჩემთვის პირველი ტიტული იყო და არასდროს დამავიწყდება. მოხარული ვარ, რომ “საბურთალოსთან” ერთად დავით ყიფიანის სახელობის თასი მოვიგე და გუნდმა ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
კორრალიძე პირველ რიგში კარგი პიროვნებაა და ამასთან ერთად კარგი მწვრთნელი დასანანი რაც მოხდა.
წარმატებები კორღალიძეს ის გამოადგება ყველა კლუბს არა მარტო ქართულს ასევე ქართულ ფეხბურთს წარმატებები კორღალიძეს.
ქომაგი
14:55 14-06-2022
0
ეს არის კაშიას ბრალი მერამდენე მწვტთნელი გაუშვეს გუნდიდან
0

სიახლეები პოპულარული