Geo Team-ის ექსკლუზივი - ვლადიმირ ვაისის პირველი კომენტარი წილისყრის შემდეგ

AutoSharing Option
წილისყრის შემდეგ Geo Team-მა ვლადიმირ ვაისს დაურეკა.

წილისყრაზე

"ბედნიერი ვარ, რომ მიწევს კვლავ საქართველოში დაბრუნება, რადგან ბათუმის "დინამოს" ვხვდებით. მე ძალიან მიყვარს საქართველო და ვგულშემატკივრობ თქვენს ნაკრებს, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან მაგრად თამაშობს.

პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს. შანსები აბსოლუტურად თანაბარია, რადგან ბათუმის "დინამო" ძლიერი კლუბია ბევრი ინდივიდუალისტით და კარგი მწვრთნელით. დარწმუნებული ვარ, ბათუმში გადაჭედილ სტადიონზე მოგვიწევს თამაში!"

ბათუმის "დინამოზე"

"ძლიერი გუნდია. გია გეგუჩაძემ ბოლო წლებში დიდი სამუშაო გასწია, რათა "დინამო" მაღალ დონეზე აეყვანა. მას ვიცნობ. თუ მე მათ ვიცნობ, ეს არაა
უპირატესობა, რადგან ისინიც მიცნობენ მე.

ახლა შეკრებაზე ვართ, წილისყრას ველოდებით, ვარჯიში რომ დაგვეწყო. ჯაბა კანკავა ბედნიერია, რადგან სახლში დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, კაშიაც იმავეს გრძნობს. ბედნიერი ვარ მეც, რადგან საქართველო ჩემი მეორე სახლია."

კაშიასა და კანკავას მომავალზე

"მე ვრჩები, ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. შესაბამისად, ისინიც რჩებიან. ჯაბამ ახალ, 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ველოდებით, როდის ჩამოვა შეკრებაზე კაშია და მსგავსი სიტუაცია იქნება მასთანაც."

ხვიჩას "ნაპოლიში" ტრანსფერზე

"გასაოცარია, რადგან ხვიჩა კვარაცხელია არის დიდებული ტალანტი. როცა მოედანზეა, ძალიან ბევრს მუშაობს და რეალურად, შეუძლია ინსინიე შეცვალოს "ნაპოლიში". ფეხბურთელის გარდა, კარგი ადამიანია.

დიდი ტრაგედია იყო, როცა ის დამაკლდა ფინალში ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად მოვიგებდით. ახლა ის ვარსკვლავია საქართველოში და დარწმუნებული ვარ, უფრო დიდი წარმატებები წინ ელოდება. 100%-ით მჯერა, ამ ჯგუფს მოიგებთ და 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებთ."


მკითხველის კომენტარები / 17 /
კარგით რაა არ იყო იმ თამაშის წაგება მარტო ვაისის ბრალი ის თამაში ერთობლივად წააგეს ფედერაციამთავრობა მწვრთნელფეხბურთელებიანად. მეორე კვარას გარდა იმ თამაშში დაგვაკლდა ფანტასტიკურად მოთამაშე (აღარ ვიცი ეგ ბიჭი ეგეთ ფორმაში თუ ჩადგება აწი)ჩაკვეტაძე.
G.g.
01:25 21-06-2022
0
ხვიჩა არ ჰყავდა გასაგებია მაგრამ ეგ არაა გასამართლებელი, ერთი ფეხბურთელი არ მყავდაო. მაგ პერიოდში ხვიჩა 19 წლის იყო და ახლა რომ არის იმხელა ძალა არ იყო ნაკრებისთვის. ესპანეთთან ,შვედეთთან და ეგეთ გუნდებთან არ ჰქონდა გოლი გატანილი, მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა მაკედონიის წინააღმდეგ და რათქმაუნდა რომ ყოფილიყო შეიძლება მართლა მოგვეგო ეგ ფინალი მაგრამ თავის დამშვიდებასავით გამოსდის ამასაც და ჩვენც, ხვიჩა არ გვყავდა და იმიტომ წავაგეთო.
ბელორუსთან მოგებაშიც დიდი წვლილია მისი ეგეც გასაგებია. უკვე ყალიბდებოდა ნაკრების ლიდერად მაგრამ ჯერ კიდე არიყო მთავარი.
ახლა რომ ყოფილიყო ეგ ფინალი და ხვიჩა არ გვყოლოდა კიდე იტყოდა კაცი მაგრამ მაშინ იმხელა ძალა არ იყო ხვიჩა რაც დღესაა.
ერთ კაც დამოკიდებულება იქნებ როგორმე მოიშოროს ამ ქვეყანამ.
2

სიახლეები პოპულარული