Geo Team-ის ექსკლუზივი - ვლადიმირ ვაისის პირველი კომენტარი წილისყრის შემდეგ

AutoSharing Option
წილისყრის შემდეგ Geo Team-მა ვლადიმირ ვაისს დაურეკა.

წილისყრაზე

"ბედნიერი ვარ, რომ მიწევს კვლავ საქართველოში დაბრუნება, რადგან ბათუმის "დინამოს" ვხვდებით. მე ძალიან მიყვარს საქართველო და ვგულშემატკივრობ თქვენს ნაკრებს, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან მაგრად თამაშობს.

პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს. შანსები აბსოლუტურად თანაბარია, რადგან ბათუმის "დინამო" ძლიერი კლუბია ბევრი ინდივიდუალისტით და კარგი მწვრთნელით. დარწმუნებული ვარ, ბათუმში გადაჭედილ სტადიონზე მოგვიწევს თამაში!"

ბათუმის "დინამოზე"

"ძლიერი გუნდია. გია გეგუჩაძემ ბოლო წლებში დიდი სამუშაო გასწია, რათა "დინამო" მაღალ დონეზე აეყვანა. მას ვიცნობ. თუ მე მათ ვიცნობ, ეს არაა
უპირატესობა, რადგან ისინიც მიცნობენ მე.

ახლა შეკრებაზე ვართ, წილისყრას ველოდებით, ვარჯიში რომ დაგვეწყო. ჯაბა კანკავა ბედნიერია, რადგან სახლში დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, კაშიაც იმავეს გრძნობს. ბედნიერი ვარ მეც, რადგან საქართველო ჩემი მეორე სახლია."

კაშიასა და კანკავას მომავალზე

"მე ვრჩები, ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. შესაბამისად, ისინიც რჩებიან. ჯაბამ ახალ, 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ველოდებით, როდის ჩამოვა შეკრებაზე კაშია და მსგავსი სიტუაცია იქნება მასთანაც."

ხვიჩას "ნაპოლიში" ტრანსფერზე

"გასაოცარია, რადგან ხვიჩა კვარაცხელია არის დიდებული ტალანტი. როცა მოედანზეა, ძალიან ბევრს მუშაობს და რეალურად, შეუძლია ინსინიე შეცვალოს "ნაპოლიში". ფეხბურთელის გარდა, კარგი ადამიანია.

დიდი ტრაგედია იყო, როცა ის დამაკლდა ფინალში ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად მოვიგებდით. ახლა ის ვარსკვლავია საქართველოში და დარწმუნებული ვარ, უფრო დიდი წარმატებები წინ ელოდება. 100%-ით მჯერა, ამ ჯგუფს მოიგებთ და 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებთ."


მკითხველის კომენტარები / 17 /
კარგით რაა არ იყო იმ თამაშის წაგება მარტო ვაისის ბრალი ის თამაში ერთობლივად წააგეს ფედერაციამთავრობა მწვრთნელფეხბურთელებიანად. მეორე კვარას გარდა იმ თამაშში დაგვაკლდა ფანტასტიკურად მოთამაშე (აღარ ვიცი ეგ ბიჭი ეგეთ ფორმაში თუ ჩადგება აწი)ჩაკვეტაძე.
G.g.
21 ივნისი 2022 01:25
0
ხვიჩა არ ჰყავდა გასაგებია მაგრამ ეგ არაა გასამართლებელი, ერთი ფეხბურთელი არ მყავდაო. მაგ პერიოდში ხვიჩა 19 წლის იყო და ახლა რომ არის იმხელა ძალა არ იყო ნაკრებისთვის. ესპანეთთან ,შვედეთთან და ეგეთ გუნდებთან არ ჰქონდა გოლი გატანილი, მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა მაკედონიის წინააღმდეგ და რათქმაუნდა რომ ყოფილიყო შეიძლება მართლა მოგვეგო ეგ ფინალი მაგრამ თავის დამშვიდებასავით გამოსდის ამასაც და ჩვენც, ხვიჩა არ გვყავდა და იმიტომ წავაგეთო.
ბელორუსთან მოგებაშიც დიდი წვლილია მისი ეგეც გასაგებია. უკვე ყალიბდებოდა ნაკრების ლიდერად მაგრამ ჯერ კიდე არიყო მთავარი.
ახლა რომ ყოფილიყო ეგ ფინალი და ხვიჩა არ გვყოლოდა კიდე იტყოდა კაცი მაგრამ მაშინ იმხელა ძალა არ იყო ხვიჩა რაც დღესაა.
ერთ კაც დამოკიდებულება იქნებ როგორმე მოიშოროს ამ ქვეყანამ.
!!
15 ივნისი 2022 16:30
2
ეს ჟარგონი მაზგაჩი საიდან მოიტანეთ? მოზგი რუსულად ტვინს ნიშნავს. დაწერე ბარემ ტვინიკოსა. ნუთუ ისეთი ღარიბია ქართული ენა, რომ რუსულიდან რამის სესხება გვჭირდება? მით უმეტეს რუსულში ასეთი ჟარგონი არ არსებობს.
ვალიკო
15 ივნისი 2022 01:05
1
ქართული ენა კი მდიდარია, მაგრამ ქართველების დიდი ნაწილის ლექსიკური მარაგია ძალიან ღარიბი.
პროსტა კაროჩე იმენა თემაა
15 ივნისი 2022 10:18
0
ლომის წილი მიუძღვის იმ წაგებაში ჩინოვნიკებთან ერთად. წლები დააკარგვინა ტყუილად ნაკრებს. არ მომწონდა, არც მევასება და არც ვპატიობ. საქართველო რომ მართლა უყვარდეს და პატივს ცემდეს, ინტერვიუებს რუსულად არ მისცემდა. ყველაფერი კარგად გვახსოვს.
აბო
14 ივნისი 2022 17:21
59
რა შუაშია ინტერვიუ რუსულად? იქნებ არ იცის ინგლისური კარგად. ძალიან პეოვინციულია და შეზღუდული ეგეთი დამოკიდებულება. ძალიან კარგი ადამიანია და საქართველოც უყვარს (ვიცი ახლო წრიდან). როგორც მწვრთნელი არის საშუალო და არც აქვს პრეტენზია ანჩელოტი და ზიდანი ვარო
ნიკა
15 ივნისი 2022 00:47
1
ვინც რუსულად ლაპარაკობს, ის რუსეთუმეა?
როლანდ
14 ივნისი 2022 22:31
1
როგორც მწვრთნელი მშიშარაა
rigiti
14 ივნისი 2022 17:16
9
ორი წლის წინ დაცვა გაცილებით ძლიერი გვყავდა ვიდრე შეტევა. არჩევანი, პერსონალური, ნაკლები. ვერ ვითამაშებდით შემტევს.
G
14 ივნისი 2022 22:18
1
ვაისის ბრალი არაა და ეგ თამაში ძალიან საეჭვოდ წავაგეთ, მისი სახე გაიხსენეთ წინასწარ იცოდა რაც მოხდებოდა.
ნიკა
14 ივნისი 2022 16:51
5
puaro xar ra saxe mazgach?
duscatto
14 ივნისი 2022 23:44
0
სამწუხაროდ კარგი ადამიანი და კარგი მწვრთნელი სინონიმები არ არიან!
ვახო
14 ივნისი 2022 16:33
3
კარგი შეიძლება არაა, მაგრამ ცუდი მწვრთნელის არ ეთქმის.
ttt
14 ივნისი 2022 17:10
1
ვაისს, ჯიგარი ხარ.
შოთა
14 ივნისი 2022 16:16
2
მადლობა ბატონო ვაის, მაგრამ უკეთესი იყო ეს თქვეს ხელშივე მომხდარიყო, ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატის გამოცდილების გუნდი ვიქნებოდით. კარგი იქნება, თუ გულახდილად ისაუბრებთ თუ რა მოხდა მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატის საგზური თბილისში ხონჩით იყო მორთმეული, რა შეგვიშალა ხელი, რომ საგზური ჩრდილო მაკედონიელებს ვუფეშქაშეთ.
გიზოგ
14 ივნისი 2022 16:13
8
თქვა, ხვიჩა არ გვყავდაო.Dდდ
gari
14 ივნისი 2022 17:11
2
კარგი კაცია, როგორც მწვრთნელი არ ვიცი სპეციალისტებმა შეაფასოს.
ttt
14 ივნისი 2022 16:05
0

სიახლეები პოპულარული