კვარაცხელია "დინამო არენაზე" ბრუნდება - საინტერესო მატჩები ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა მე-17 ტურით დაბრუნდა. ერთი შეხვედრა უკვე შედგა - "თელავმა" გორის "დილასთან" ქულები გაიყო (0:0). დანარჩენი მატჩები დღეს, 16 ივნისს, გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოსთან" ერთად ისევ "დინამო არენაზე" ბრუნდება, სადაც ეროვნული ნაკრების შეხვედრები გამართა. საფიქრებელია, დატვირთული სანაკრებო დაპირისპირებების შემდეგ გია გეგუჩაძე "კვარას" დასვენების საშუალებას ხომ არ მისცემს?! თანაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა 1-ელ ივლისს უკვე "ნაპოლის" წევრი გახდება და ბათუმური კლუბი ევროტურნირებისთვის მის გარეშე თამაშს უნდა შეეჩვიოს.

35 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერი ბათუმის "დინამო" "გაგრას" ესტუმრება.
გაგა კირკიტაძის გუნდს ზედიზედ 4 მარცხი აქვს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას ეცდება. უკანასკნელ ტურში ვერც ბათუმელებმა გაიმარჯვეს - საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" ბრწყინვალე მატჩში (4:4) დაუზავდნენ. გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ქულებს კარგავს, ბათუმში კი არ დამარცხებულან.

ეროვნული ლიგის ლიდერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 8 ფეხბურთელი ჰყავდა მივლენილი და შემადგენლობაში როტაცია მოსალოდნელია.

შეხვედრა 18 სააათზე დაიწყება.

ამავე დროს, მეორეადგილოსანი თბილისის "დინამო", რომელიც ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება, სანაკრებო პაუზამდე მშვენიერ ფორმაში მყოფ "სამგურალს" ესტუმრება. გამარჯვების შემთხვევაში, წყალტუბოელებს დღევანდელი მეტოქისთვის ცხრილში გადასწრება შეუძლიათ.

სხვა მატჩები: "ლოკომოტივი" - "საბურთალო" (18:00 სთ), "ტორპედო" - "სიონი" (21:00 სთ).

ეროვნულ ლიგაში ივნისის ბოლომდე 3 ტური გაიმართება, ამის შემდეგ კი ქართული კლუბები ევროტურნირებში ჩაერთვებიან, ჩემპიონატი კი 13 აგვისტოს განახლდება.

altრა შანსი აქვს ბათუმის "დინამოს"? - ვაისის და ქართველების "სლოვანი" ახლო ხედით

altითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ხვიჩა.არ მეგონა ვინმე თუ შეძლებდა სტადიონზე ხალხის დაბრუნებას
Giusha3232
13:48 16-06-2022
1
კვარა რახან მიდის ჯობია აღარ ითამაშოს ბათუმში და ეს 4 თამაშში შეთამაშდეს გუნდი,სიმბოლურად კარგი იქნება თუ ბოლო მატჩში კვარა შემოვა 5 წუთი და მაყურებელს დაემშვიდობება, ეხლა ბათუმისთვის მთავარია კვარას გარეშე თამაში. კვარას ეკუთვნის დასვენება, რაც მან ნაკრებში გააკეთა ამის გამო საქებარის სიტყვების მეტი არფერი მეთქმის, ეხუმრებით 10 დღეში 4 თამაშში უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
azri
16:51 16-06-2022
0

სიახლეები პოპულარული