ჭიაბრიშვილი: მიზანი ერთია - უნდა გახვიდე და ეცადო გაიმარჯვო და გაიმარჯვო

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ახალი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ივარჯიშა, 20 ივნისს კი ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "გაგრას" დაუპირისპირდება. კლუბის საიტთან პირველი კომენტარი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"ზოგადად პირველი დღე მნიშვნელოვანია. როდესაც "დინამოში" მოდიხარ, ეს პირველი დღე ემოციებით ძალიან დატვირთულია. ბედნიერი ვარ, კარგი გარემო დამხვდა, კარგი ადამიანები, სტაფი, მომსახურე პერსონალი ხელმძღვანელობასთან ერთად.

აქ მუშაობა ბედნიერება და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა. ეს მე გათვითცნობიერებული მაქვს. ესაა სამუშაო, რომელიც რთული და სასიამოვნოა. დანარჩენს უკვე ყოველდღიურად ვნახავთ, როგორ იქნება. მთავარია "დინამომ" თავისი ტრადიციული, ლამაზი, ლაღი თამაში აჩვენოს
და ვეცდებით ამას მალე მივაღწიოთ.

როცა "დინამოში" ხარ, მიზანი ერთია - უნდა გახვიდე და ეცადო გაიმარჯვო და გაიმარჯვო".

მკითხველის კომენტარები / 6 /
დინამოს ტამასებს რო უყურებდი კომენტატორობდა
kaka
20 ივნისი 2022 17:18
0
ვინმეს სჯერა, რომ ეს კაცი წელზე მეტი გაძლებს ამ პოსტზე?
odala
20 ივნისი 2022 09:48
1
ნეტა ფსონის დადება თუ შეიძლება რამდენი თვე გაძლებს მაგ ჭაობში?! 6-7 თვეზე მეტი მაგ გუნდში გამჩერებელი ეგ არ იქნება! ან ფამოაგდებენ ან თვითონ წამოვა
Vasil
20 ივნისი 2022 09:30
0
და კარუსელიიიი ტრიალეეეებს))))))))) თუ ეგეთი სამოთხეა, ცხადაძე რატომ გაიქცა თუ გააქცუნეს?))
კარგით რა
20 ივნისი 2022 07:22
1
წარმატებები უფალი გფარავდეთ!!!! იქნებ გეღირსოთ რამე ცზოვრებაშიი როდესმე თქვენც ხო უნდა მიახწიოთ რაღაცას..
sjdxns
19 ივნისი 2022 23:52
2
ამ დინამოს მართლა ღმერთი თუ უშველის
ილია
20 ივნისი 2022 01:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული