ჭიაბრიშვილის პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ნიდერლანდელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
Adjarasport-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამომ", გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, პირველი ტრანსფერი განახორციელა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 24 წლის ნიდერლანდელი შემტევი ომარ იმრანი დაიმატა. ხელშეკრულება 2 წელზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, მოთამაშე წარსულში თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ბოლოს ფეხბურთელი "როტორის" რიგებში ირიცხებოდა, ვოლგოგრადულ გუნდში 9 შეხვედრა გამართა, თავი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ლოკომოტივს", ნიდერლანდელმა 2020-22 წლებში ჯამში 44 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 10-ჯერაც აიღო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
იმრანი მართლაც კარგი ფეხბურთელია, ლეგიონერებში ერთერთი გამორჩეული,
იმედია დინამოს გამოადგება და გააძლიერებს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
13:44 23-06-2022
1
უკვე დაიწყო კონფლიქტი ფეხბურთელებთან ჭიაბრიშვილმა..ვარჯიშზე ძალიან უშვერად მიმართა ბიჭებს,მაგრამ ბიჭებისგანაც მიიღო რეაქცია,დაანგრევს ბოლომდე დინამოს
akademia
14:36 23-06-2022
37

სიახლეები პოპულარული