ორი "დინამოს" მატჩი - ზეიმი ბათუმში, მასპინძელთა გამარჯვება და ხვიჩას ნეაპოლში გაცილება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში პირთამდე სავსე სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ 4:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს. აზაროვის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, კარგი მომენტი დავითაშვილმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ზურიკოს გასროლილს ფლამარიონმა შეუცვალა მიმართულება და აჭარული გუნდი დაწინაურდა. სტუმრებმა საპასუხო იერიშებით უპასუხეს და მოისწრაფიშვილის თავურის მერე „დინამოს“ კარი ძელმა იხსნა. 25-ე წუთზე თბილისელებმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგეს და სწრაფი შეტევის შედეგად ალთუნაშვილმა პრიეტოს კარი დალაშქრა. ჭიაბრიშვილის შეგირდები ორმა გაშვებულმა გოლმა არ გატეხა, მეტოქის ნახევარზე აიწიეს, შანსიც მიეცათ, მაგრამ მალის გატანა
კუპატაძემ არ დაანება. 39-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე აზაცკიმ მეტოქეს აჯობა და ამჯერად ხარიხამ ბათუმელები იხსნა. თუმცა ტეიდმა შესვენებაზე გასვლის წინ მესამე გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

შესვენებაზე ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე გავიდა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, გულთბილად დაემშვიდობა, მათ კი ოვაციებით „ნაპოლიში“ გააცილეს.

მეორე ტაიმი თბილისის „დინამომ“ აქტიურად დაიწყო. შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ ანგარიში შეამცირა, პირისპირ გასულ ბილენკის მეკარემ არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში დავითაშვილმა მეოთხე გოლი გაუტანა პრიეტოს და ბათუმელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამ გამარჯვების შედეგად გეგუჩაძის გუნდმა უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 9 ქულით ჩამოიტოვა და „სლოვანთან“ დაპირისპირების წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 4:1
გოლები: 1:0 ფლამარიონი (17), 2:0 ალთუნაშვილი (25), 3:0 ტეიდი (43), 3:1 სხირტლაძე (59)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 62), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 81), ტეიდი (ფალავანდიშვილი 75), მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური (რადინი 62), ფლამარიონი (ვაწაძე 81)

დინამო (თბ) (4-2-3-1): პრიეტო, ხარაბაძე (ანტილევსკი 80), კალანდაძე (ხვადაგიანი 46), ბენიო, მალი, მოისწრაფიშვილი (სხირტლაძე 46), მექვაბიშვილი (კ), კამარა (ჩხეტიანი 65), ბარნსი, კირკიტაძე, ბილენკი (გაბედავა 73)

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბატონო რომან, მოიშორე ზაზა დოლიძე, დაგღუპავს ეგ კაცი ფინანსურად და პოლიტიკურად ჩაგძირავს…გაითვალისწინე ეს!
დინამოელი
30 ივნისი 2022 00:16
1
ყველაფერი მშვენიერი იყო.ეს თამაში, საყურებლად არავისთან შეგვარცხვენდა.თბილისელებმა ცუდად ითამაშესო,ვერ იტყვი.კარგად ითამაშეს,მაგრამ უფრო ძლიერთან წააგეს,სანახაობრივ ბრძოლაში.ნეტავი ასეთი თამაშები,ასეთი სანახაობა და გულშემატკივრობა,ყველა ქალაქში გაგრძელდეს.ხვიჩას და ორივე დინამოს დავულოცავ გზას,უცხოური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად.
სოსო
29 ივნისი 2022 23:45
0
მოგმართავთ იტალიაში მყოფ ყველა ქართველ ემიგრანტს, ძმებო, დებო, ხვიჩას ნაპოლიში წარდგენის დღეს ვისაც შესაძლებლობა გექნებათ ყველანი ერთად შევიკრიბოთ სტადიონთან. გვერდში დავუდგეთ ხვიჩას და გზა დავულოცოთ დიდ ფეხბურთში. ყველას დავანახოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენი ერთობა გენაცვალეთ ყველას
???
29 ივნისი 2022 23:18
0
ყოჩაღ ბათუმს! ჭიაბრიშვილი დინამოში აუცილებლად ააწყობს თამაშს და კარგ გუნდსაც დააყენებს, დრო სჭირდება ამას. და კარგია, რომ ესტონეთამდე მოხდა ეს შეხვედრა. გაირჩევა დღევანდელი შეცდომები და ძაან დიდი იმედი მაქვს, რომ ესტონურ გუნდს გავცდებით. ხვიჩას წარმატებები და ყველა ჩვენს გუნდს გამარჯვებას ვუსურვებ ევროთასებზე!!!
საქართველო
29 ივნისი 2022 23:12
1
ბრავო ბათუმის დინამოს დაწყებული კლუბის პრეზიდენტისგან დამთავრებული ფეხბურთელებით, თბილისის დინამოს გაზრდილი ფეხბურთელებით ჯერ ხო მაგარ ფეხბურთს თამაშობს მერე კი ფინანსურადაც მაგრად ხეირობს, აი ესაა სწორი მუშაობა, სწორი მენეჯმენტი. ერთი თავით მაღლა იდგნენ მეტოქეზე. კვარას კი წარმატებას ვუსურვებ, სამაგალითო ფანკლუბი და გულშემატკივრობა ბათუმს, ბრავო.
zaza
29 ივნისი 2022 23:09
0
ჭიაბრიშვილი დაღუპავს დინამოს,ის კონფლიქტები რაც მისვლის დღიდან დაიწყო უკვე შედეგზეც აისახა,ვინმე კირკიტაძეს ათამაშებს და სხირტლაძე რომელსაც გოლები გააქვს არ აწყებინებს ჯიუტად,არც პაპავას,,ჯერ სად არის ფიფია ნახავს დინამოს შერცხვენას ჭიაბრიშვილის ხელში .გვახსოვს არარატ არმენიასთან შერცხვენილი ჭიაბრიშვილი.დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე!
სიმართლე
29 ივნისი 2022 23:07
29
სისწრაფე კი აქვს კირკიტაძეს მაგრამ კლასი ნაკლებად ან ეს 19 წლის ბავშვი რომ შემოიყვანა ჩხეტიანი აშკარად ფიზიკურად ძაან სუსტად იყო ეტყობოდა, ხან სად ვარდებოდა და ხან სად
azri
29 ივნისი 2022 23:20
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული