Geo Team: თბილისის "დინამოს" "ფენერბაჰჩეს" გენერალური სპონსორი ყიდულობს? - რა კომპანიაა Alagoz Holding-ი და რას საქმიანობს ის სპორტში

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ყიდვით თურქული კომპანია Alagoz Holding-ია დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.

Geo Team-ის ცნობით, Alagoz Holding-ს სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ "ანკარგიუჯიუს" გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.

ეს კომპანია ასევე "ფენერბაჰჩეს" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 44 /
დინამოს გულმშემატკირვებმა, რომ გამოვისყიდოთ კლუბი და რა მივცეთ სხვა გადამთიელებს არ შეიძლება, როგორც ვიცი ესეთი სისტემაა ესპანეთში, რამდენათ ყიდის ფიფია კლუბს? თქვას ბოლოს და ბოლოს და ჩვენ ავაგროვოთ ეს თანხა და იყოს მთლიანათ საქართველოსი, რას იტყვით ხალხო, დაწერეთ კომენტარებში
დიმიტრი
08 აგვისტო 2022 14:03
15
კაი გამოვისყიდეთ მერე რას ვშვებით? ხელფასებს როგორ ვარიგებთ ? რა გარანტიას მაძლევ რო ფულს არ მოიპარავენ?
giorgi
08 აგვისტო 2022 14:53
2
შენ რამდენს გადაიხდი? როგორც გავრცელდა ინფორმაცია 30_35 მილიონ ლარად ყიდის. იყიდი გასაგებია მაგრამ შემდეგში როგორ დააფინანსებ საინტერესოა? ან მოგებას როგორ მიიღებ? 20 მილიონ ევროს შეაგროვებ რომ გუნდში ნორმალური ლეგიონერები მოიყვანო? ასე რომ ეს უადგილო და ვითომპატრიოტული კომენტარები ცოტა მეზედმეტება.
roma
08 აგვისტო 2022 14:47
1
ყველა გამოხმაურება
ძაან კაი.
გამოცდილი კომპანიაა და სერიოზული ბიზნესის მფლობელია.
იცის სპორტი და ფეხბურთთან უშუალო და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.
მიუხედავად იმისა რო ბათუმის გულშემატკივარი ვარ ძალიან გამახარებს ქართული კლუბებისა და მითუმეტეს თბილისის დინამოს წარმატება!
ბათუმელი ექსპერტი
08 აგვისტო 2022 13:20
16
გავაო კი არა მოიგებს კიდეც ლიგასო.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
giorgi12
08 აგვისტო 2022 14:57
2
რატო არუნდა გახარებდეს კონკურენცია აუცილებელია საერთო დონის ასამატებლად სხვანაირად ვერგავალთ ევრო ტურნირებზე ლიგაზე არც იოცნებოთ!! ტორპედოს გარდა კუჭავამ ხოთქვა ლიგაზე გავაო
giorgi 12
08 აგვისტო 2022 13:58
5
ჩემი პენსიიდან ყოველ თვე შემიძლია 20 ლარის დადება, განა იმხელა ფული სჭირდება ქართული ფეხბურთის სიმბოლოს, რომ 1,5 მილიონიანმა ქალაქმა ვერ შევინახოთ? გამოვაცხადოთ თბილისის დინამო თბილისის სახალხო გუნდად, შევქმნათ დინამოს ფონდი და შევინახოთ გუნდი. მაგალითი გვაქვს ჭიათურიდან, ღატაკმა ჭიათურამ გადაწყვიტა ქალაქის ცენტრში ეკლესიის აშენება, შექმნეს ფონდი და ყველა ხელფასის და სხვა შემოსავლის მიმღები ყოველთვიურად 5 ლარს რიცხავდა ფონდში. ამგვარად ისეთი დიდებული ტაძარი ააგეს ბოლო ათწლეულებში აგებული ტაძრების ხუთეულში შედის. თბილისს და თბილისელებს რატომ არ შეუძლიათ ერთი სიმბოლოს შენახვა?
ჟორა გაბრიჭიძე
08 აგვისტო 2022 19:23
10
ნამდვილად არ მინდა ჩემი ხელფასი ვიღაცა მოთამაშის ჯიბეში წავიდეს ვისაც ბურთის გორავის მეტი არაფერი უკეთებია და ჩემით მილიონები იშოვოს პირიქით რა მილიონებიც მიდის ჩვენი ჯიბეებიდან მაგაზეც კი წინააღმდეგი ვარ მირჩევნია მედიცინაში დაიხარჯოს ან ვერტმფრენებში ეგ ფული ვიდრე “გართობაში”
ბაჩო
08 აგვისტო 2022 20:18
16
ვეთანხმები თქვენს გულისძახილს და ვიზიარებ,უბრალოდ იმედი არ მაქვს,ვინ უნდა შეაგროვოს საკმარისი თანხა მხოლოდ ფანკლუბი დადის დინამოს თამაშებზე
qomagi
08 აგვისტო 2022 20:05
0
დინამო არის ჩვენი ეროვნული ფეხბურთის სიმბოლო ქართველებმა უნდა იყიდონ არავითარ შემთხვევაში თურქმა მონოპოლისტმა, დავიჯერო არავის ანაღვლებს ეს ამბავი? კაცის შვილი ხმას არ იღებს
ალეკო
08 აგვისტო 2022 17:01
13
გრანდების უმრავლეობა არ ეკუთვნის იმავე ქალაქის ან ქვეყნის ბიზნესმენს.
რა მნიშვნელობა აქვს თურქული კომპანია იყიდის, ჩინური, ყაზახური თუ გერმანული?? მნიშვნელოვანია რომ გუნდში ჩაიდეს ინვესტიცია (სწორად ჩაიდოს) და იმ მაშტაბით ჩაიდოს რომ შედეგი გვქონდეს.
ფიფიას თუ ქონდა დინამო იმიტომ არ ვაგინებდით ყოველი ევროსეზონის დაწყების თუ დამთავრების დრო?? და არ ვითხოვდით რომ გაეყიდა??
შედეგია მთავარი???
ვინც გინდა იმან იყოდოს მნიშვნელოვანია შედეგი დაიდოს და მომგებიანი გახდეს ეს ბიზნესი და დინამოს ფონზე (ბათუმის იქნება თუ თბილისის არააქვს მნიშვნელობა) სხვა ინვესტორებსაც გაუჩნდეთ სურვილი საქართველოში აკეთონ ბიზნესი ამ მიმართულებით რაც ქართულ ფეხბურთს ნამდვილად სჭირდება და წაადგება
ოთო
08 აგვისტო 2022 17:32
5
აღარ გვანაღვლებს უკვე, ეს დინამო არც მორალურად და არც ლეგიტიმურად არ არის იმ ძველი დინამოს მემკვიდრე. ეს არის სირცხვილი და საერთოდ გასაუქმებელი კლუბი... თავისი რუსული დ-თი და ფარერელებთან წაგებული 6-1 ებით, რამე სიამაყის გრძნობას ფიტოვებთ ვინმეს,მ
ზურა
08 აგვისტო 2022 20:57
8
არ მინდა ,,ანკარაგიუჯუს,, ფარმ კლუბი გახდეს ,,დინამო,,.
100%
09 აგვისტო 2022 07:22
0
ანკარაგიუჯუა თუ 10 მილიონი უნდა მისცეს, დინამოს მისცემს 5 მილიონს და ამის იმედზე ვართ?
ზურა
08 აგვისტო 2022 20:43
1
დიდი სურვილი მაქვს რომ ბ,ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდოს დინამო თბილისი და მიხედოს დარწმუნებული ვარ დინამოსაც ისევე დააყენებს ფეხზე როგორც ქართული რაგბი ააღორძინა და ახლა არ დამიწყოთ ვიღაცებმა ქილიკი ყველამ იცის ვინც ჩახედულია რამხელა წვლილი აქვს ბ.ბიძინას რაგბბის განვითარებაში და წარმატებაში.
გოჩა
08 აგვისტო 2022 17:36
7
აუფ, გამოვარდა ქართველობის დამცველი სასტავი...

ბრიტანულ კლუბებს თუ ყიდულობენ თურქები და მილანი თუ იყიდეს დაერხათ ხომ ინგლისსა და იტალიაში?!

სციპიონ აფრიკელი
08 აგვისტო 2022 17:43
12
რა არ მოგწონს ქართველობის დამცველი სასტავი? პრაფესორ, თურქი დილიდან საღამომდე სულ ქართული ფეხბურთის კეთილდღეობაზე იზრუნებს რა, იქნება თურქული კლუბის დაბავკა და რაც კი კარგი იქნება სულ თვითონ მოიხმარენ, აქ მეორე ხარისხოვანი თურქი ფეხბურთელებით "გაგვაძლიერებენ" და იოცნებე მერე ლიგი9ს მოგებაზე!
მიხო
09 აგვისტო 2022 10:36
1
შენ ჯიგარო ინგლისადა 3 მილონიან ქვეყნას თუ ერთმანეთს ადრი რომელსაც ერთი საამყო გუნდი ყავს შენ ყოფილხარ ექსპერტი ნამდვილი:))
მოსეხონელი
09 აგვისტო 2022 09:36
3
მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის კომპანია იყიდის. მთავარია შედეგი და ფეხბურთის განვითარება.
აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ ისეთ კომპანიას ვისაც შეუძლია და ძალუძს ამ ბისნესით ფულის შოვნა და მასთან ერთად ქართულ ფეხბურთში კარგი მაგალითის დანერგვა.
ეს კომპანია დინამოს ყიდულობს იმისთვის რომ მოგება ნახოს - კარგი ფეხბურთელების აღრდით და შემდეგ გაყიდვით, ამის მისაღწევად კი კლუბი იმ დონეზე უნდა აიყვანოს რომ მინიმუმ ევროტურნირი ითამაშოს სტაბილურად, რაც ყველა დინამოს გულშემატკივრის დიდი ხნის სურვილია.
როგორც ცანს ვერც ერთი ქართველი ბიზნესმენი ამ პასუხისმგებლობას ვერ უმკლავდება და იქოს თურქული კომპანია რა პრობლემაა???
ოთო
08 აგვისტო 2022 17:42
7
რადგანაც დინამო თბილის ეხება ყველა დეტალი ღიად უნდა იყვეს თავისი პირობებით.!! ხოდა ლიგაზე გაიყვანოს კლუბი და სულ მარსიანელბმა იყიდონ :)))
beqa
08 აგვისტო 2022 13:54
27
ბექა, ძალიან ლამაზი და საინტერესო ენაა ქართული თავისი კუთხური მეტყველებით და დიალექტრბით,მაგრამ ეს იყვეს არაფერში ჯდება.
რატი
08 აგვისტო 2022 14:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული