თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგებში 27 წლის ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი ჩაირიცხა.
ლეგიონერმა "დინამოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება. მეკარე თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ჩიჩკანი ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის "უფაში" თამაშობდა, იქამდე კი ბორისოვის "ბატეს" ღირსებას იცავდა. ანტონს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც იძახებენ. გერმანული "ტრანსფერმარკტი" ფეხბურთელს ნახევარ მილიონ ევროდ აფასებს.