"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. დედაქალაქური გუნდის მთავარი მწვრთნელი განვლილი პერიოდის შესახებ განცხადებას აკეთებს:

"მოგესალმებით ყველას,

ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მეხმარება და მხარს მიჭერს.

პირველ რიგში მადლობას ვუხდი, ჩვენი გუნდის სამედიცინო შტაბს, რომელბმაც პირველადი დახმარება აღმომიჩინეს და სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ასევე, რა თქმა უნდა,
მადლობას ვუხდი თელავის ავთანდილ ყამაბარაშვილის კლინიკისა და თბილისის ამერიკული ჰოსპიტალის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით კი, ექიმებს ოთო გაბრიჩიძეს, ნინო ჩხაიძეს და ლევან ქარაზანაშვილს.

განსაკუთრებული ​მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, დინამო თბილისს, თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელს, თანამშრომელს, ჩვენს გულშემატკივრებს - ელიტას და მენეჯმენტს, ყველა მათგანისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს ძალიან მაძლიერებს.

​ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვამხნევებდა მე და ჩემს ოჯახს. მადლობას გიხდით ყველას და მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება დავბრუნდე იმაზე ძლიერი ვიდრე აქამდე ვიყავი. იმედი მაქვს სულ მალე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს სტადიონზე", - ამბობს გია ჭიაბრიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
უფალმა დაგლოცოს გიორგი
Lasharela
26 სექტემბერი 2022 10:10
0
გიორგი გამორჩეულია ბევრი თვისებით. ხანგრძლივ ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ საკუთარ საქმიანობაში!
გიორგი
25 სექტემბერი 2022 21:22
0
უფალი გფარავდეს, ოქრო-კაცო!
რეზო
25 სექტემბერი 2022 18:35
1
ჯანმრთელობას გისურვებ ჭია! კარგი ადამიანი და ყურადღებიანი აღმზრდელი ბრძანდები, რაშიც ჩვენი ოჯახი დარწმუნდა, როცა ჩემი შვილი 2000-იანი წლების დასაწყისში "საბურთალოს" ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში დადიოდა და დღესაც ძალიან თბილად გიხსენებს!
საბურთალოელი
25 სექტემბერი 2022 18:30
1
"მანამ იცოცხლე გიორგი, სანამ ცასა სდის ნამია, სანამ მზე ათბობს ქვეყანას, დილა - საღამის ჟამია. სანამ ტყეს ესხმის ფოთოლი, მიწა ამცენებს მწვანილსა, სანამ ჯინჭველა ქალაქით, ზურგით მაიტანს მარილსა. მიგწიოს ლაშარის ჯვარმა, მუდამაც გულის წადილსა. ღმერთმა გვაშოროს ბოროტი, ავ საქმე, ავი წადილი, არ მოგვიშალოს უფალმა, ძმობა და ერთად ხადილი !"
დ.დ.
25 სექტემბერი 2022 17:43
0
ჭია მაგარი კაცი ხარ, ჯანმრთელობას გისურვებ პირველ რიგში და წარმატებას შენ საყვარელ საქმეში
მამუკა
25 სექტემბერი 2022 16:54
0
ჯამრთელობას და კარგად ყოფნას გისურვებთ ბატონო გიორგი.
Batumi90
25 სექტემბერი 2022 16:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული