"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა.

მას შემდეგ, რაც თბილისის „დინამომ“ „თელავთან“ ქულები დაკარგა, ბათუმის „დინამოს“ გალიდერების შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა. პატარკაციშვილისა და ნიქაბაძის გოლებით სტუმრები 84-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ, 84-ე წუთზე ზარიამ ანგარიში შეამცირა, ბოლოს მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, კომპენსირებულ დროში მეკარე შოვნაძემ თავისი გუნდი გადაარჩინა და წყალტუბოელებმა გაიმარჯვეს.

ბათუმის „დინამო“ 73 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ თბილისის „დინამოს“ 3 ქულით ჩამორჩება და 26 ნოემბერს „გაგრას“ დაუპირისპირდება. „სამგურალი“ კი 56 ქულით
მესამე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სამგურალი 1:2
გოლები: 0:1 პატარკაციშვილი (29), 0:2 ნიქაბაძე (48), 1:2 ზარია (84)

„დილამ“ სახლში „ლოკომოტივს“ 1:0 მოუგო.

„დილა“ 55 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 8 ქულით აუტსაიდერია.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ლოკომოტივი 1:0
გოლი: ალეფ სანტოსი (30)


მკითხველის კომენტარები / 18 /
გამაგებინეთ:
1.რა უნდოდა აჩიას მსაჯისგან?
2.რას აკეთებს ფან კლუბის ლიდერი სათამაშო მოედანზე?
3.ვინ უწოდა გეგუჩაძეს მწვრთნელი?)
გიუშა
21:19 12-11-2022
7
სადმე გინახავთ გუნდის პრეზიდენტი მოედნის კიდესთან თავისი გუნდის ყველა საშინაო თამაშის დროს? ამას ეძახით ბათუმის ფანები ევროპას? მთელი ზაფხული რო გაიძახდით ბათუმი ქართული ბაიერნი ხდება და აზრი ეკარგება ყველა ტიტულს ჩვენ მოვიგებთო? გინდოდათ ბაიერნი და შეგრჩათ ბოხუმი?
3

სიახლეები პოპულარული