ქუთაისის "ტორპედო" კაპიტანმა დატოვა

AutoSharing Option
"ტორპედო" კაპიტანმა ვაჟა ტაბატაძემ დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ვაჟა ტაბატაძე "ტორპედოს" ღირსებას აღარ დაიცავს. გუნდის კაპიტანს "ტორპედოსთან" ერთად მრავალი დაუვიწყარი წელი აქვს გატარებული. ვაჟა ტაბატაძე გუნდთან ერთად 2016/17 წლებში ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო 2015/2016 და 2022 წლებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

კლუბი მადლობას უხდის ვაჟას თითოეულ შეხვედრაში ნაჩვენები თავდადებული გარჯის, ბრძოლისუნარიანობისა და პროფესიონალიზმისათვის! წარმატებებს გისურვებთ, კაპიტანო!"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჭირი იქა; ლხინი აქა
არაადეკვატური საქართველო
14 დეკემბერი 2022 21:31
2
ვაჟა არ უნდა გაეშვათ გუნდიდან ის კიდევ შეძლებდა კარგად თამაშს უმადურები
დათო
14 დეკემბერი 2022 07:45
1
კლუბისთვის ბევრი გააკეთა იმ ავადსახსენებელ პერიოდში ვინც გუნდში დარჩა იმ ორი კაცისგან ერთი ვაჟა იყო, უდიდესი ამაგი აქვს მას ტორპედოს წინაშე რასაც ყოველთვის დაუფასებს ქუთაისელი გულშემატკივრები, ის ყოველთვის ტორპედოელად დარჩება ჩვენთვის. წარმატებები ახალ გუნდში ალბათ დროულიც იყო ბოლო ორი სეზონი ხშირად სათადარიგო სკამზე იყო. როგორც კულუარებში ამბობენ კიდე 11 ფეხბურთელი დატოვებს კლუბს და ევროტურნირებისთვის გაცილებით კვალიფიციური კონტიგენტის მოსვლა დაანონსა კლუბის დირექტორმა ლაშა დვალიშვილთან საუბარია 3-4 საკმაოდ კარგი დონის ლეგიონერზე ასევე ქართველებზეც და იმედია ევროტურნირებზე საბრძოლო კამანდა მოიყრის თავს რაც აპრიორი გულისხმობს საქართველოს ჩემპიონატში ჩემპიონობისთვის ბრძოლას მომდევნო სეზონიდან.
Canova
13 დეკემბერი 2022 21:24
2
ალბათ ავტოქარხნის ჯიხურში იწყებს მუშობას, ტაბატაძისეული ბორჯომის გასაყიდად. (მხ/ფილმი:საბუდარელი ჭაბუკი.
მაცი ხვიტია
13 დეკემბერი 2022 20:36
17

სიახლეები პოპულარული