ბათუმის "დინამომ" მუხრან ბაგრატიონი და 2 ლეგიონერი დაიმატა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" გვაუწყა, რომ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა, საიდანაც 2 ლეგიონერია.

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ზღვისპირულ გუნდში ჩაირიცხა, 18 წლის ნახევარმცველი მუხრან ბაგრატიონია.

ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. მასთან ოფიციალური შრომითი ხელშეკრულება 2-წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ბათუმელთა რიგებს შეემატა 27 წლის ბელორუსი გოლკიპერი ანტონ ჩიჩკანი. მან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა გახანგრძლივების პერსპექტივით.

ჩიჩკანი გასულ სეზონში თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, თუმცა ეროვნული ლიგის არცერთ შეხვედრაში არ უასპარეზია.

მას კარიერის
განმავლობაში რუსული "უფას", ბელორუსული "ბატეს", ასევე "სმოლევიჩის" ღირსება დაუცავს. 

"დინამოში" მისული კიდევ ერთი ლეგიონერი 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი (იხილეთ სტატიის ფოტოზე) გახლავთ. მანაც ჩიჩკანის მსგავსი კონტრაქტი გააფორმა.

ჰაიდინი მთელი კარიერის განმავლობაში სამშობლოში თამაშობდა და ბოლოს "ვოზდოვაცში" ირიცხებოდა. უასპარეზია ასევე "ცრვენა ზვეზდაში", სერბულ "სპარტაკში", "პაზოვაში", "ბასკსა" და "ზემუნში".

აქვე გვეტყვით, რომ "დინამოს" რიგები უკრაინელმა მცველმა ოლეკსანდრ აზაცკიმ დატოვა. 28 წლის ფეხბურთელმა ბათუმელთა მაისურით 65 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და სუპერთასის მოგებაც იზეიმა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ისევ ბაგრატიონი თუ უშველით..ის ორი რატომ დაიმატეს არ ვიცი ახალგაზრდა და პერსპექტიულები არ არიან სათანადო გამოცდილებაც არ აქვთ..მიზანმიმართულად ხდება ასეთი ლეგიონერების ჩამოყვანა ჩვენ გუნდებში, მაგრამ მიზანს ვერ ვხვდები, ფულს ათეთრებენ თუ რას შვებიან.
ზურა
29 დეკემბერი 2022 11:15
3
სად პოულობენ ამ ფეხბურთელებს გაუგონარ კლუბებში რომ თამაშობდნენ.ვინ ურჩევს ამათ როგორ მაინტერესებს.
კახა ქ.
29 დეკემბერი 2022 05:07
7
ბაგრატიონი თუ ააშენებს ბათუმის დინამოს.
ოქუნოვი
29 დეკემბერი 2022 02:12
1
Ase araferi gamova arhil isev havijvamt tan naadrevad.
Merabi batumi
28 დეკემბერი 2022 23:23
0
Რომ არა დინამო თბილისი,დინამო ბათუმი არსებობას შეწყვეტდა
Მეკობრე
28 დეკემბერი 2022 20:21
1
Წვიმას გავექეცი,ჟოლაბს შაუჯექი-ო
გადაძეძგილი ტრიბუნები
28 დეკემბერი 2022 20:17
2
Რა იყო ბათუმი დინამოს სტადიონთან ხართ ჩასაფრებული რო ვინმე გამოვიდეს გარეთ დინამო თბილისიდან რო ბათუმში წაიყვანოთ?მეტი არ შეგიძლიათ?ერთი ფეხბურთელი ვინმე იყოლიეთ გუნდში ბათუმელი წამლად თქვე დალოცვილებო.ერთი ფეხბურთელი გაზარდეთ ვინმე,ასე უნდა იყოთ ჩასაფრებული დინამოს საწრთვნელ ბაზასთან,იქნებ ვინმე დაითრიოთ? Როდემდე უნდა გასაზრდოვოთ დინამო თბილისმა?აუ გადაჭედილი ტრიბუნები და გადაჭედილი ტრიბუნები...ერთი ბათუმელი აღზარდეთ თორე რა აზრი აქ გინდა გუნდის ყოლას გინდა ტრიბუნების გადაჭედას.
P.S.Მამუჩაშვილს მიხედეთ თორე გადაიბირა მან.სიტიმ იცოდეთ
Ლ.გიო
28 დეკემბერი 2022 20:13
3
Ჰოოო...აი ტრანსფერები!აი გაძლიერება!ეხლა კი გაიწიეთ ყველა...отайдите а то я за себя не отвечаю! Ეხლა დაერხა დინამო თბილსს!!!
ბათუმს ქათქათას
28 დეკემბერი 2022 20:04
2
საქართველო არის აფერისტების ქვეყანა. Სადაა ბათუმის დინამოს პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის აჟღერებას რომ პირდებოდა ხალხს?
Უჩა
28 დეკემბერი 2022 19:52
3
ეჰ რა იმედი მქონდა რომ დინამო თბილისის გზას არ გაჰყვებოდა ეს გუნდი და ჭ კლასი არ იქნებოდა
რაბუ
28 დეკემბერი 2022 19:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული