სტრაპი "მორტონის" აღზრდილია, თუმცა იჯარით სხვა შოტლანდიურ, დაბალი რანგის კლუბებში თამაშობდა. მარცხენაფლანგელი საგოლე პასებით გამოირჩევა. გასულ სეზონში მას ასეთი 4 ჰქონდა, მიმდინარეში კი 18 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 2 "ასისტია."
"მორტონი" შოტლანდიის რანგით მე-2 ლიგაში მე-4 ადგილზეა და ლიდერს, ერთ დროს სახელოვან "დანდი იუნაიტედს", 4 ქულით ჩამორჩება.
ეროვნული ლიგის მოქმედ გამარჯვებულში, თბილისის "დინამოში", ლევან ხარაბაძის წასვლის შემდეგ მარცხენა მცველის ფუნქციებს დავით კობოური ასრულებს.
შეგახსენებთ, თბილისური კლუბი მეკარე ანტონ ჩიჩკანმა, გიორგი გაბედავამა და გოდფრი სტეფენ ბიტოკმა დატოვეს, გუნდში კი ყოფილი ფორვარდი ზორან მარუშიჩი დაბრუნდა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უახლოეს შეხვედრას 18 იანვარს გამართავს, როცა ამხანაგურ მატჩში პლოვდიდის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.