დარიო სრნა: გოჩოლეიშვილის მსგავსი ფეხბურთელების მოძებნა ძნელია

AutoSharing Option
"შახტარის" ახალწვეული გიორგი გოჩოლეიშვილი 4 იანვრიდან გუნდთან ერთად თურქულ ბელეკში შეკრებაზე იმყოფება. დღეს მისი პრეზენტაცია გაიმართა.

21 წლის გოჩოლეიშვილმა "მეშახტეებთან" ხუთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბის საფეხბურთო დირექტორმა დარიო სრნამ 13-ნომრიანი მაისური გადასცა, წარმატებები უსურვა და შემდეგი განაცხადა:

"როდესაც დოდო და ვინისიუსი დავკარგეთ, ბოლო ნახევარი წელიწადი მარჯვენა მცველს ვეძებდით. ბოლოს და ბოლოს დიდი ტალანტის მქონე მოთამაშე საქართველოში ვნახეთ. ის ჩვენს ფეხბურთს და სისტემას მიესადაგება, უყვარს შეტევა - სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვინდა. მოგვეწონა, როგორ წარმოაჩინა გიორგიმ თავი პირველ ვარჯიშებზე და ველით, რომ
ყოველდღე ზრდას გააგრძელებს, რათა "შახტარისთვის" სარგებლის მოტანა უზრუნველყოს.

რაც შეეხება მის უნარებს, მაშინვე დავინახეთ სისწრაფე, გამძლეობა და კარგი ბოლო პასი. დღეს ძალიან ძნელია ასეთი ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც "შახტარს" მოერგებიან, რადგან სპეციფიკური სტილის სპეციფიკური გუნდი ვართ. არჩევანი გოჩოლეიშვილზე გაკეთდა და იმედი მაქვს, არ შევცდით. ის იმუშავებს, ძალისხმევას არ დაიშურებს და თავის შანსს ხელიდან არ გაუშვებს. შესანიშნავი კოლექტივი გვყავს, ამიტომ არცერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს არ გაუჭირდება ადაპტაცია. ნორმალური ბიჭები გვყავს, ჩვენი გული მუდამ ღიაა და ამიტომ მალე გაიწაფება და კლუბისთვის სასარგებლო იქნება".

მკითხველის კომენტარები / 5 /
გოჩოლეიშვილი კარშიც დიდებულად ურტყამს.ეტყობა, ჯერ არ უჩვენებია.
სოსო
16 იანვარი 2023 23:33
0
ჯერ ეგ ერთი რა შუაშია კვარა- გოჩოლეიშვილი მცველია. მეორეც, ერთერთი ნიჭიერი ბიჭია და ძალიანაც კარგი მომავალი აქვს.
დანი-ს
14 იანვარი 2023 01:52
1
ეს ვინღაა სად მოძებნეთ? ესეც ფეხბურთელია და ხვიჩაც..
დანი
14 იანვარი 2023 00:55
48
სი ოლეეე
ზააალ-ს
14 იანვარი 2023 11:52
0
დანი, რუსკი კარაბლ იდი ნა ხ.....ი ხომ იცი რასაც ნიშნავს? ძალიან კარგი თუ იცი.
ზაალ
14 იანვარი 2023 02:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული