ბათუმის "დინამო" გამოცდილი მონტენეგროელი მცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" მონტენეგროელი მცველი დაიმატა, - ამის თაობაზე აჭარული კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 33 წლის მონტენეგროელი ცენტრალური მცველი - საშა ბალიჩი დაიცავს.

შეთანხმება ერთწლიან ურთიერთთანამშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს".

ბალიჩი ბოლოს პოლონეთის "კორონაში" თამაშობდა. მან თავისი ქვეყნის ნაკრების ღირსება 11 მატჩში დაიცვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული