"ექვსნიშნა ხელფასს სთავაზობდნენ" - ამის მიუხედავად, შოტლანდიის პრემიერლიგაში მოთამაშე ფორვარდმა ქუთაისის "ტორპედოს" უარი უთხრა

AutoSharing Option
Daily Record-ის ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედო" 24 წლის შოტლანდიელი ფორვარდის, ბრიუს ანდერსონის გადაბირებას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი ამჟამად ადგილობრივი პრემიერლიგის ბინადარ "ლივინგსტონის" ღირსებას იცავს. მან გასულ სეზონში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

"ლივინგსტონის" მთავარი მწვრთნელის, დევიდ მარტინდეილის თქმით, მათ ფეხბურთელს "მწვანე შუქი" აუნთეს და უფლება მისცეს, სათამაშოდ ჩვენს ქვეყანაში წამოსულიყო, თუმცა ეს თავად ანდერსონმა არ ისურვა და თქვა, რომ კარიერის გაგრძელების ვარიანტს საქართველოში ვერ ხედავს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "ტორპედო" 24 წლის ფორვარდს 6-ნიშნა
ხელფასს სთავაზობდა.

ანდერსონს კარიერის ძირითადი ნაწილი შოტლანდიის პრემიერლიგაში აქვს გატარებული. ის წარსულში "ელგინ სიტის", "აბერდინის", "დანფერმლაინის", "აირისა" და "ჰამილტონის" ღირსებასაც იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩვენს ქვეყანაში მაღალ ხელფასზე მხოლოდ ჩვენზე "ბანძი" ქვეყნიდან გადმოვლენ რომ ტრამპლინად გამოიყენონ. თუ პურის ფული აქვს შოტლანდიელი აქ რატომ უნდა გადმოვიდეს?
შეტევა
07:02 07-07-2023
2
ქუთაისის ტორპედოს ძლიერი სპონსორები ჰყავს და ვისი რა საქმეა რამდენს გადაუხდიან, შემდეგი ტრანსფერი შეიძლება მხითარიანი იყოს. ის ნამდვილად დათანხმდება
მეზღვაური
05:33 07-07-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული