თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო იმუშავებს. ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან დედაქალაქური კლუბის აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი, პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა "დინამოში", 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ესპანელის სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაში" დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ამას გარდა კარასკო სხვადასხვა დროს "მალაგას" 16-წლამდე და დონეცკის "შახტარის" 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი "საბურთალოს" აკადემიაშიც იმუშავა.

აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი
ესპანური "საბადელის", ავსტრალიური "ვესტერნ სიდნეი უონდერერსის" და თურქული "კარაბიუკსპორის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. "დინამოში" დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მოქმედ ჩემპიონთა ბოლო თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო, რომელმაც ევროტურნირებზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ორმხრივი შეთანხმებით გუშინ პოსტი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
კარგი ხალხნო ტრენერების ცვლას რა აზრი აქვს?
ჭიაბრიშვილო იქნება თუ კარასკო . სასაცილოა ფედერაციის მოქმედება ყველა გუნდთან ეს გუნდები მიცემული აქვთ აფერისტებისთვის დანიშნეთ ადქმიანები ფედერაციაში ვისაც ფეხბურთის განვითარება უნდა და არა ჭამა ფულის!!!!!!!
არ ეხება მხოლოდ გუნდებს ნაკრებების ყველა წარმატება გამიხარდა ტირილამდე მაგრამ ფეხბურთი არ გვითამაშია!!! სხვა თამაშობდა ჩვენ გაგვიმართლა
Sakartvelos sikvaruli
06 აგვისტო 2023 23:28
0
"დაავადება ქირურგიულად ძირშივე უნდა ამოიჭრას საშველი რომ იყოს!" დინამოს დაავადება ფიფიაა!!!!
TT
06 აგვისტო 2023 16:08
1
სანამ ფიფიას დინამოს პრეზიდენტი, იქამდე კარგი მწვრთნელი (კარგი რეპუტაციის მქონე) არ უნდა დათანხმდეს დინამოში მუშაობას! დევდარიანი გაიხსენეთ, არა მგონია ქართველი მწვრთნელი რომელიმე სჯობდეს. ტაქტიკურად ძალიან განათლებული კაცია. აღარ მახსოვს რომელიღაც არხზე იჩითებოდა ხომე თამაშებს განიხილავდა საქართველოს ჩემპიონატის და იქედან ვიცი, საღად და ლოგიკურად მსჯელობდა ყოველთვის. მარა ... რა უქნა რომანას დინამომ???!!! კაცი მის მერე მწვრთნელად აღარ მინახია. (სხვა თემაა დევდარიანის თბილისის თბილისი რა გუნდი იყო და პატარა ბავშვები მაგ დროს რას თამაშობდნენ!!!)
TT
06 აგვისტო 2023 16:07
0
ტრაბახში არ ჩამეთვალოს, მარა ჩემპიონთა ლიგის თასს უეჭველი წამოვიღებ, უეფას თასს კი, თუ შევძელი მოპარვა, იმასაც განახებთო, მეტი რა დაგვპირდეს, მართლა კიო ხომ არაა ყველაფერი შეგვპირდეს?
ჯერ პარკეტს აგებდა, მერე ავტობუსის მძღოლად იმუშავა, ფოტოგრაფიც იყო რამდენიმე წლით. ბოლო სამი წელი ფაცხაში უკრავდა კლარნეტზე ხრამოი ჟორკასთან დუეტში. დრო სჭირდება, ცოტა ფეხბურთშიც ხომ უნდა მოვიდეს აზრზე?
სხვა გზა არ არის, უნდა ვაცალოთ. უუნდა დავაცადოთ! ერთ დღეში თბილისიც არ აუშენებიათ, აპაა!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 აგვისტო 2023 01:41
6
ეეე, ეხლა კი მართლა დაერხევათ მალტას და ფარერებს. ამ კაცს რომ უყურებთ, შვიდი ბურტერიერი ყავს გაწვრთნილი, სამ ენა ამოჭრილ თუთიყუშს ლაპარაკი დააწყებინა ამის კატა მესამე წელია ოქსფორდში სწავლობს, ინდაურებმა კი, ევროვიზიის ფესტივალზე სამი მთავარი პრიზები აიღეს სიმღერაში.
ამანაც თუ ვერ უშველა დინამოს, მაშინ ვერავინ ვეღარ უშველის.
არ ყოფილან ფეხბურთელები, არ არიან მაგ საქმისთის დაბადებულები და რატომ აწვალებთ? რას არბენინებთ? ხომ ხედავთ სირბილიც კი ვერაფრით ისწავლეს და თქვენ გინდათ ბურთს ისე მოუქნიონ ფეხი არ ააცილონ? გამორიცხულია მაი ამბავი.
ფიფიას ფეხის აცელაზა ჰქონია გამაზული, ცხრა მოქნევიდან, ორს თუ მოარტყავენ ფეხსო 1/45 ზე ქონია კუში. მაზავს და იგებს კაცი, თქვენც სცადეთ არ ინანებთ, არა!
კ ო მ ბ ლ ე
06 აგვისტო 2023 01:36
5
ერთ წელიწადში ,ახალს გაჩითავენ ,რა პრობლემაა.
გივი
06 აგვისტო 2023 00:40
1
იმის მერე რაც დინამო აჩუქეს მწვრთნელების ჩამონათვალი
1. კაჭარავა
2. გარსია
3.უჰრინი
4.გოგიჩაიშვილი
5.დევდარიანი
6.იარაბეკი
7გეგუჩაძე
8.ჩხეტიანი
9.ნემსაძე
10.ცხადაძე
11.ჭიაბერაშვილი
რამდენიმე გამომრჩა მაგრამ საინტერესო იცით რა არის? არც ერთი მოქმედი არ არის გწგუჩაძეს თუ არ ჩავთვლით და ისიც ლაფატკაზეა.
წყევლაა ეს კაცი წყევლა
დათო
06 აგვისტო 2023 00:25
0
ბილეკი,ვინმე ჟვანია კიდე.ყველას მგონი უჰრინი სჯობდა..
Master
06 აგვისტო 2023 01:30
1
ფიფია ისეა, როგორც "მგლის თავზე სახარებას რომ კითხულობენ". თუმცა, ერთი მწარე სიმართლე მაინც უნდა ვუთხრა - შენს თავს კარგი არ გააგდებ, მაგრამ ეს უვარგისი დირექტორი რომ გყავს (ზაზა დოლიძე), ეგ მაინც გამოცვალე! "ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო" მაგაზეა ნათქვამი - ჯერ ხომ პსპ-ში ააშენა ყველაფერი და ახლა მანდ "დაატყო ხელი" ...
fani
05 აგვისტო 2023 23:45
3
რომანოზ ფიფიავ, ეხლა ეს პატიოსანი ესპანელი ამოიჩემე? რას ერჩი, რა გინდა მისგან? უამრავი ხალხი გეუბნება რომ ნომერ პირველი პრობლემა
შენ ხარ და ვეღარ უნდა გაიგო?! რა აზრი აქვს კედლისთვის თავის რტყმევას როცა იცი რომ მაინც ვერ გაანგრევ?! პირიქით, ბოლომდე მოიტეხავ!
ფიფია-ს
05 აგვისტო 2023 22:42
4
ფაქტიურად ფიზკულტურის მასწავლებელი დაუნიშნავთ :)
გიო
05 აგვისტო 2023 22:19
4
შენი ფიზიკის მასწავლებელი შუბა დავხიე, მაგ სიმართლით იარე!!!
დინამოელს
05 აგვისტო 2023 22:45
6

სიახლეები პოპულარული