"სამტრედიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო; "შუქურა"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ორი მატჩი. "სამტრედიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, ამჯერად "გაგრასთან". ქობულეთის "შუქურასა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრაში კი გოლი არ გასულა.

სამტრედია 3:1 გაგრა

"სამტრედიამ" ბოლო სამი თამაში მოიგო და ჯამში 10 გოლიც გაიტანა. ჩრდილომაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილებმა "გაგრას" 3:1 აჯობეს.

იმერული გუნდი თორნიკე ახვლედიანმა დააწინაურა, მან ზვიად ნაჭყებიას პასი გამოიყენა და ახლოდან გაიტანა. 22-ე წუთე "გაგრას" ნახევარმცველმა გიორგი ლომთაძემ პენალტი გამოიმუშავა და თავადვე ზუსტად დაარტყა - 1:1.

ტაიმის ბოლოს კი "სამტრედიამ" ორჯერ მოახერხა გატანა. მათე აბულაძემ
პენალტით და ზვიად ნაჭყებიამ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ. ნაჭყებია სამტრედიელთა საუკეთესო ბომბარდირია 6 გოლით.

"გაგრას" 7 მატჩია არ მოუგია და აქედან 6 წააგო. გუნდი ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა. "სამტრედია" კი - მერვეზე.

შუქურა 0:0 ტორპედო

"შუქურამ" ზაფხულის შესვენების შემდეგ პირველი ქულა აიღო: 0:0 ქუთაისის "ტორპედოსთან".

თავის მხრივ, საინტერესოა, რომ "ტორპედომაც" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოს სწორედ "შუქურასთან" წააგო - შინ 1:2. ეს 28 მაისს.

"ტორპედო" მეექვსე ადგილზეა, ხოლო "შუქურა" აუტსაიდერი და 11 ქულით ჩამორჩება ბოლოსწინაზე მყოფ გაგრას.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
Თუ ვინმეს აინტერესებს, "Შუქურას" 5-6 ბიᲭი ᲗავისიᲗ ზესტაფონᲨი წინა დᲦეს Ჩავიდნენ, ხოლო გუნდი ᲗამაᲨის დᲦეს Ჩავიდა, აი ესეა ამ უᲗავმოყვარეო მენეჯმენტის ხელᲨი.
ასეა ეს
11:51 24-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული