"სამგურალი" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ მწვრთნელთან, გიორგი ჭელიძესთან, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა:
"გიორგი ჭელიძემ წყალტუბოს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
კლუბსა და მწვრთნელს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში".