ძოძუაშვილის დაბრუნება - "შუქურა" "საბურთალოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „შუქურამ“, რომელსაც რევაზ ძოძუაშვილი ჩაუდგა სათავეში, გორში „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

„საბურთალომ“, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით, პირველი გამარჯვება მოიპოვა, 49 ქულით მესამე ადგილზეა და 28 ოქტომბერს სტუმრად „დილას“ შეხვდება; ხოლო „შუქურა“ ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა.

დღეს ბათუმის "დინამო" "დილას" უმასპინძლებს, 30-ე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა კი ხვალ ჩატარდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
შუქურა - საბურთალო 1:2
გოლები: 0:1 სილაგაძე (10), 1:1 მუჯირი (42), 1:2 შ. ნონიკაშვილი (49)

მკითხველის კომენტარები / 7 /
რეზო ფეხბურთელიც დიდი იყო და მწვრთნელიც დიდია, მაგრამ ყავს ერთი დიდი მტერი, სიმართლის მოლაპარაკე საკუთარი ენა. ნათქვამია: "სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო", მას კი ცხენი საერთოდ არ ყავს და ამიტომ ყველგან დროზე ადრე შეუწყვიტეს კონტრაქტი. გახსოვთ ალბათ ნაკრების მწვრთნელი, რომ იყო, როგორ იხვეწებოდა ერთხელ მაინც დამაყენებიეთ ჩემ ჭკუაზე გუნდიო, მაგრამ არა და არ გასწორდა ძაღლის კუდი.
ჟორა გაბრიჭიძე
21 ოქტომბერი 2023 15:49
0
გამოჩნდნენ ვეტერანი კომუნისტები. რაღა დროს მიხიჩაა?! მაგ კაცისგან "გარმონიული ფეხბურთის" და ძოძუაშვილი რატომ არაა შენთან-ძახილის მეტი,არაფერი მომისმენია. სად დაამტკიცა თავისი სიდიადე, როგორც მწვრთნელმა? ახალი თაობის თვითმარქვიებიც გვყოფნის, ძველები რომ არ დავამატოთ ზემოდან. ნაკრებში მიაღწია რამეს? ტორპედოში, კოპენჰაგენთან სახლში 1-1 ჰქონდა ნათამაშები და გასვლაზე უეჭველი გოლი უნდა გაეტანა. ამის ნაცვლად 8(!) ნომინალური მცველი გამოიყვანა. წააგო კიდეც ის თამაში 1-3. ის კოპენჰაგენი,ვთუნდაც დღევანდელისგან ძან შორს იყო.
ბუხუტი
21 ოქტომბერი 2023 13:20
1
მიხიჩა პირდაპირი და მოურიდებელი კაცია. ასეთები ბევრს არ უყვარს. სინამდვილეში, კი ის ძალიან კარგი სპეციალისტია. ნუ ჩამომათვლევინებთ: სადაც დაიწყო, ყველგან წარმატება წარმატებაზე მოდიოდა, მაგრამ წარმატებათა შუა გზაზე გასულს, მოულოდნელად ათავისუფლებდნენ, რადგან სხვის დაკრულზე არ ცეკვავდა, ურჩი იყო! მხოლოდ ერთი მაგალითი: ერთხელ, როგორც იქნა, დანიშნეს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, მაგრამ, რად გინდა, დაიწყო თუ არა წარმატებები, მეორე დღესვე მიუნიშნეს გვერდით მეორე მწვრთნელი, შექმნეს ფეხბურთში გაუგონარი ორხელისუფლებიანობა და მალე სულაც მოხსნეს. მე კი, განსხვავებით ზოგიერთებისაგან, მინახავს და კარგად ვიცი სხვა დიდებული ურჩები: ანდრო ჟორდანია (დიავილა), მიხეილ იაკუშინი, გავრილ კაჩალინი, ნოდარ ახალკაცი ... ეს მთელი ისტორიაა და ბევრი ვერც მიხვდება რას ვწერ, რადგან მოკლედ ვწერ. ურჩი იყო გალაკტიონი, ურჩი იყო ვაჟა, ურჩი და მკაცრი იყო ჯანსუღ კახიძე, ... ეეეჰ! ახლა, რომც აცალონ,შეიძლება, მართლა ვერ გაქაჩოს ასაკოვანმა მიხიჩამ. მერე სიბერეს წაამწარებენ.
ქედო საკოხია
21 ოქტომბერი 2023 10:55
0
რაც "მიხიჩამ" გააკეთა ვერავინ ვერ გაიმეორა ევროპაში: ერთ სეზონში "ამოკეტა" იმ დროინდელი ვარსკვლავები ჯაიჩი და ჯორჯ ბესტი. 78 წლის ქართული ფეხბურთის ლეგენდის მცდელობა თუ არ მოგწონთ - თქვენ "აანთეთ" შუქურა.
ვაჟა მასწ.
21 ოქტომბერი 2023 01:42
3
დაბრუნებაც ასეთი უნდა :-) მიხიჩას გაკეთებული გუნდი არ გაიშვა ...
სიმართლე
20 ოქტომბერი 2023 22:05
16
დაასაქმა პარტ აქტივმა! დინოზავრი თანამედროვე ხედვების მწვრთნელია მესი თავით ვერ თამაშობსო რო იწუნებდა ცალ ფეხაოო :))))
beqa
20 ოქტომბერი 2023 19:34
18
“მიხიჩაზე” რო ლაპარაკობთ, პირი გამოირეცხეთ “მალსლეტკა” “სპეცილისტებო”, სომხებივით მორბენალ მესის და არგენტინის გარდა, რომ არაფერი გინახიათ!!!!!
კოტე
20 ოქტომბერი 2023 21:33
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული