26 წლის თავდამსხმელი გიორგი მელქაძე უკმაყოფილო იყო რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "სოჭში" სათამაშო დროის სიმცირით და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
"მადლობა ყველაფრისათვის", - დაემშვიდობა "სოჭი" მელქაძეს.
მელქაძე მოსკოვშია დაბადებული. თამაშობდა „სპარტაკში“, „ტოსნოში“, „ტამბოვში“, „ახმატსა“ და „სოჭში“. ის რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 8 მატჩში საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.
2023 წლის სექტემბერში მელქაძემ "სპორტ-ექსპრესს" განუცხადა, რომ გუნდის დატოვებას არ გამორიცხავდა და ახლა ცნობილი გახდა, სად გააგრძელებს კარიერას - Georgian Footy-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ გიორგი ხელშეკრულებას
ბათუმის "დინამოსთან" გააფორმებს.
ადრე მელქაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი ჰქონდა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მოქალაქეობის გამოცვლას არ აპირებდა.
რა დაემართა ვითომ, ეძინა და საქართველო შეუყვარდა ,?? თუ,?? კვდება რუსეთში ფეხბურთი??, ისედაც არ იყო დონე …
ბათუმს რათ უნდა ფეხბურთელი რომელმაც სოჭში ვერაფერი ქნა?? ნონსენსია რა
სერიოზული პრიდლაჟენია აქ ფოთიდან და იქ გადავა დღე-დღეზე