თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ხუთი სპარინგი დაგეგმა

AutoSharing Option
ხუთი დღეა, რაც დედაქალაქური "დინამო" დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანდრეს კარასკოს გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტ-მატჩს გამართავს - 20 იანვარს "ლოკომოტივთან", ხოლო 25 იანვარს "თელავთან".

27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს "დინამო" თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 31 იანვარს პრაღის "ბოჰემიანსს" (ჩეხეთი) შევხვდებით, 4 თებერვალს ლუჰანსკის "ზორიას" (უკრაინა) ვესპარინგებით, 8 თებერვალს მეტოქეობას ლატვიური "ვალმიერა" გაგვიწევს, 13 თებერვალს კიევის "დინამოსთან" (უკრაინა) მოვსინჯავთ ძალებს, ხოლო დასკვნითი სპარინგი 19 თებერვალს,
მოლდოვურ "ბელცისთან" გვექნება.

"დინამო" თურქული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის გახსნამდე, რომელიც 1-ელ მარტსაა დაგეგმილი, ადგილზე მოემზადება.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
აზრი???
ვახო
00:28 17-01-2024
3
ტიპმა თქვა რო აკადემიაზე აღზრდილი ბავშვებით უნდა გავიდეტ ფონსოო და სრაზუ ყველა გაყიდა :D
ანუ, ის სპონსორები მოდიანოო უკვე გატრუხავდა რო იძახდნენ ? :D
იკა
10:08 17-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული