თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე ხუთი სპარინგი დაგეგმა

AutoSharing Option
ხუთი დღეა, რაც დედაქალაქური "დინამო" დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანდრეს კარასკოს გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტ-მატჩს გამართავს - 20 იანვარს "ლოკომოტივთან", ხოლო 25 იანვარს "თელავთან".

27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს "დინამო" თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 31 იანვარს პრაღის "ბოჰემიანსს" (ჩეხეთი) შევხვდებით, 4 თებერვალს ლუჰანსკის "ზორიას" (უკრაინა) ვესპარინგებით, 8 თებერვალს მეტოქეობას ლატვიური "ვალმიერა" გაგვიწევს, 13 თებერვალს კიევის "დინამოსთან" (უკრაინა) მოვსინჯავთ ძალებს, ხოლო დასკვნითი სპარინგი 19 თებერვალს,
მოლდოვურ "ბელცისთან" გვექნება.

"დინამო" თურქული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის გახსნამდე, რომელიც 1-ელ მარტსაა დაგეგმილი, ადგილზე მოემზადება.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბაზა Თუ გაყიდა, აგერ ავსაჯანას 35 ნახეᲗ რა, დალაგდებიᲗ.
ბაზა Თუ არ გექნებაᲗ,
18:45 21-01-2024
0
ერთი მხრივ უნდა ვაღიაროთ, რომ ფიფიას აკადემია კარგად მუშაობს- ლამის ყველა მეტნაკლებად კარგი ქართველი ფეხბურთელი ამ აკადემიის აღზრდილია, მაგრამ რაც შეეხება დინამოს, არ შეიძლება მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა ეს საქართველოს ჩემპიონატის დონეს დაბლა სწევს. სანამ დინამოს არ ეშველება არც ჩემპიონატს ეშველება რამე. ფედერაცია რომ ნორმალური გვყავდეს, და არა საძმაკაცოს დასაქმების კანტორა, შეიძლებოდა რაღაცის მოფიქრება ამ მდგომარეობის შესაცველად, მაგრამ საუბედუროდ გვაქვს ის რაც გვაქვს. და ვაღიაროთ, ეს ჩვენი ბრალიცაა.
არტ
12:07 18-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული